ტერმინი “სპორტული ტრავმა” მოიცავს იმ დაზიანებას, რომლებიც ხშირად ხდება სპორტული აქტივობების დროს, მაგრამ ასეთი ტრავმების “სამიზნე” არ არის მხოლოდ სპორტსმენი. მაგალითად: საწარმოში მომუშავეებს ხშირად უვითარდებათ დაავადება- ჩოგბურთელის იდაყვი ან იღებენ ტრავმას, მხატვრებში ხშირია მხრის დაზიანებები, მებაღეებში ტენდინიტი და ა.შ.
სპორტული ტრავმები იყოფა 2 დიდ კატეგორიად: მწვავე და ქრონიკული.
● მწვავე დაზიანებები ხდება მოულოდნელად, მაგალითად დაცემის ან დარტყმის დროს. (დაჭმულობა,დისლოკაცია და ა.შ).
● ქრონიკული დაზიანებები, ჩეულებრივ, გამოწვეულია სხეულის რომელიმე ნაწილის ხშირი, განმეორებითი და არადოზირებული მოძრაობებით. ქრონიკული დაავადებები პროგრესირებს დროში.
სპორტული დაზიანებების ძირითადი რისკ ფაქტორებია: ვარჯიშის არასწორი ტექნიკა, გადაჭარბებული ვარჯიში, ფიზიკური აქტივობის ინტენსივობის სწრაფი შეცვლა, მყარ ზედაპირებზე ხანგრძლივი ხტუნვა ან სირბილი, არასწორი ფეხსაცმლის გამოყენება და სხვა.
ძირითადი სპორტული ტრავმებია:
● მყესის დაჭიმულობა- უმეტესად გამოწვეულია უეცარი და ძლიერი გადატვირთვით. ხშირად გვხვდება ტერფის, მუხლის, იდაყვის, მხრის და თითების მიდამოებში.
● კუნთის დაჭიმულობა- კუნთის ზედმეტად გაჭიმვა ან მისი ბოჭკოების რღვევაა. ძირითადად გამოწვეულია კუნთის უეცარი და ძლიერი შეკუმშვით ,სიჩქარის ან მიმართულების ცვლილების დროს. ხშირია: ბარძაყის, ოთხთავა, ზურგის და წვივის კუნთების მიდამოში. სიმპტომებია ტკივილი კუნთის შეკუმშვისას ან გაჭიმვისას, მგრძნობელობის შეცვლა, შეშუპება და ა.შ
● მოტეხილობა- ძვლის მოტეხილობა გამოწვეულია ტრავმული დაზიანებით, მაგალითად დაცემით ან შეჯახებით.
● თავის ტვინის შერყევა- გამოწვეულია ქალაზე ძალაზე ზემოქმედებით. მსუბუქი შერყევა ჩვეულებრივ წოლითი რეჟიმით ექვემდებარება მკურნალობას. მძიმე შერყევების დროს სიმპტომები მეტად მწვავეა.ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელია: მეხსიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, ყურებში ხმაური, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა და ა.შ.
თერაპია სპორტული ტრავმების დროს
სპორტული ტრავმის დროს, მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
● RICE თერაპია:
მცირე დაზიანებები, როგორიცაა მყესის ან კუნთის მსუბუქი დაჭიმულობა, ხშირად შესაძლებელია RICE თერაპიით იმართოს 2-3 დღის განმავლობაში.
RICE თერაპია მოიცავს:
R- rest- დასვენება- მოერიდეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა.
I- ice- ყინული - ყოველ 2-3 საათში დაიდეთ ყინული დაზიანებულ ადგილზე 10-15 წუთის განმავლობაში. ყინული უშუალოდ კანს არ უნდა ეხებოდეს , სასურველია ყინული იყოს გახვეული რბილ ქსოვილში, ან კანზე დაიფინოთ თხელი ქსოვილი, იმისთვის რომ არ დაზიანდეს კანი.
C- compression- კომპრესია- გამოიყენეთ ელასტიური სახვევები შეშუპების შესამცირებლად.
E- elevation- ამაღლება- შეძლებისდაგვარად, დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ პოზიციაში.
● იმობილიზაცია:
იმობილიზაცია ხელს უწყობს შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებასა და დაზიანებული ადგილის მოძრაობის შემცირებას. ის ასევე ამცირებს ტკივილის, შეშუპებასა და კუნთების სპაზმს.
● ფიზიოთერაპია:
ტრავმული დაზიანების რეაბილიტაციის პროცესში დიდ როლს თამაშობს ფიზიოთერაპია. ეს სპეციალიზებული მკურნალობაა,რომელიც მოიცავს ისეთ ინტერვენციებს , როგორიცაა სამკურნალო ვარჯიში, სხვადასხვა აპარატურული თერაპია ( მაგალითად ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია , მექანოთრრაპია და სხვა.) მასაჟი და ა.შ
● ქირურგიული პროცედურები
სპორტული ტრავმის დროს შესაძლოა საჭირო იყოს ოპერაციული მკურნალობა .