×

ჰაიმორიტი ზედა ყბის წიაღის ანუ ჰაიმორის ღრუს ანეთებაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსით, ბაქტერიით ან სოკოთი.  დაავადება ვითარდება მწვავედ, არასათანადოდ მკურნალობის შემთხვევაში კი გარდაიქმნება ქრონიკულად. ზედა ყბის წიაღების ანთება, შეიძლება იყოს როგორც ორმხრივი, ასევე ცალმხრივი. 

ჰაიმორიტის სიმპტომები

ჰაიმორიტის ძირითად სიმპტომებია:

ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება სახის არეში : ძირითადად იგრძნობა ლოყის მიდამოში და თვალის ორბიტის ირგვლივ 

სქელი, მომწვანო-მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან

ცხვირის გაჭედვა

კბილის ტკივილი : ზედა უკანა კბილების, რომლებიც ახლოსაა ჰაიმორის წიაღთან. 

თავის ტკივილი

ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა

ტემპერატურის ცვლილება

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაიმორიტი?

ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზები და დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია: 

ვირუსული ინფექცია : ჰაიმორიტის უმეტესი შემთხვევა ვირუსული ინფექციის შედეგია. 

ბაქტერიული ინფექცია : ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Staphylococcus aureus.

ალერგია : ალერგიულმა რეაქციებმა ისეთ გამღიზიანებლებზე, როგორიცაა ყვავილის მტვერი, მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველების ბეწვი, ობის სოკო შეიძლება გამოიწვიოს ანთება სასუნთქ გზებში, რაც ჰაიმორიტის პოტენციური რისკია. 

ცხვირის პოლიპები : რბილი წარმონაქმნია, რომელიც ვითარდება ცხვირის არეში ან სინუსებში. მათ შეუძლიათ შეაფერხონ სინუსების სადრენაჟო გზები და ხელი შეუწყონ ჰაიმორიტის განვითარებას. 

სტრუქტურული ანომალიები : მაგალითად ცხვირის ძგიდის გამრუდება

სტომატოლოგიური ინფექციები 

ჰაიმორიტის მკურნალობა 

ჰაიმორიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და დაავადების სიმძიმეზე. რამდენიმე ზოგადი მიდგომა ჰაიმორიტის სამკურნალოდ შემდეგია:

კონსერვატიული მკურნალობა დიდ როლს თამაშობს დაავადების დამარცხებაში და ქრონიზაციის თავიდან აცილებაში. სიმპტომურ მკურნალობასთან ერთად, რაც მოიცავს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ მედიკამენტებს  და ნაზალურ სპრეებს, გარკვეულ შემთხვევებში რეკომენდირებულია  ანტიბიოტიკოთერაპია და ა.შ

ალერგიის  მართვა - თუ ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზი ხშირი ალერგიაა, აუცილებელია სპეციალისტის მიერ დანიშნული ანტიალერგიული მედიკამენტების მიღება.

ფიზიოთერაპია ჰაიმორიტისთვის, როგორც წესი, მოიცავს ისეთ პროცედურებს  რომელიც მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისკენ, სინუსების დრენაჟისა და საერთო რესპირატორული ფუნქციის გაუმჯობესებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოთერაპია არ არის ჰაიმორიტის პირველადი მკურნალობა, მისი მეშვეობით წარმატებით ხდება სიმპტომების მართვა და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება. რამდენიმე ფიზიოთერაპიული ტექნიკა, რომელიც შეძლება გამოყენებული იქნას არის:

 ნაზალური ირიგაცია - რაც გულისხმობს ნაზალური არხების გამორეცხვას მარილიანი ხსნარით, ეს პროცედურა ხელს უწყობს ლორწოსა და ნარჩენების გამოყოფას, ანთების შემცირებასა და დრენაჟის გაუმჯობესებას.

სუნთქვითი ვარჯიშები - ეხმარება პაციენტებს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდაში, ორგანიზმის ოქსიგენაციასა და ზოგადი რესპირატორული ფუნქციის გაუმჯობესებაში. ღრმა სუნთქვა ასევე ხელს უწყობს სინუსების გახსნასა.

 ჰაიმორიტის მკურნალობისას მნიშვნელოვანი როლი აქვს ულტრაფონოფორეზსს და ლაზეროთერაპიას.