×

ჰიპერტონუსი არის  მდგომარეობა, რომლის დროსაც კუნთების ტონუსი მომატებულია ან მათი ნორმალური ფუნქცია დარღვეულია.

ტერმინი სპასტიურობა, ხშირად, გამოიყენება კუნთების ჰიპერტონუსის ნაცვლად, თუმცა სპასტიურობა ჰიპერტონუსის  ტიპია, რომლის დროსაც კუნთების სპაზმი იზრდება მოძრაობის შედეგად.

რა იწვევს კუნთების ჰიპერტონუსს?

კუნთის ტონუსი ნერვ-კუნთოვანი სიგნალების მეშვეობით რეგულირდება. ჰიპერტონუსი ვითარდება მაშინ, როდესაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინის ის რეგიონები, რომლებიც ამ სიგნალებს აკონტროლებენ. მიზეზი შეიძლება იყოს:

თავის ტრავმა;                                                                  

ინსულტი;

ტოქნისები, რომლებიც მოქმედებენ ცნს-ზე;

ნეიროდეგენერაციული პროცესები;

ნეიროგანვითარების დარღვევები და სხვა. 

კუნთების ჰიპერტონუსთან ასოცირებული სიმპტომებია:

ფუნქციის დაკარგვა;

მოძრაობის დიაპაზონის შემცირება;

კუნთების რიგიდულობა;

კუნთების სპასტიურობა;

დაზიანებული კუნთის დეფორმაცია, მგრძნობელობის მომატება და ტკივილი;

კუნთების უნებლიე სწრაფი შეკუმშვა და სხვა.

კუნთების ჰიპერტონუსის მკურნალობა 

კუნთების ჰიპერტონუსის მოსახსნელად აუცილებელია ნერვ-კუნთოვანი გადაცემის გაუმჯობესება. ნევრლოგიურ პრეპარატებთან ერთად, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის აღდგენაში დიდ როლს თამაშობს ფიზიოთერაპიის პროცედურები: ელექტრო და დარტყმით ტალღოვანი თერაპია.