×

ნევროლოგიური რეაბილიტაცია მიზნად ისახავს სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის ან დაზიანების მქონე პაციენტთა  ფუნქციონირებისა  და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება/აღდგენას.


მდგომარეობები,რომლის დროსაც საჭიროა ნევროლოგიური რეაბილიტაცია

ნევროლოგიური რეაბილიტაცია ნერვული სისტემის დაზიანებით ან დისფუნქციით გამოწვეული მდგომერეობების  სამართავად გამოიყენება.ძირითადი მდგომარეობებია:

ინსულტი: იმ პაციენტებთან ,რომელთაც გადატანილი აქვთ ინსულტი,ხშირია კიდურების სისუსტე ან პარალიზი,უჭირთ ბალანსისა და კოორდინაციის დაცვა, ხშირია  მეტყველების გართულება  და კოგნიტური დარღვევები.სწორი რეაბილიტაციის პროცესი ამ სიმპტომების სამართავად და გამოსასწორებლად გადამწყვეტია. 

ტვინის ტრავმული დაზიანება: სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კოგნიტურ დისფუნქციას,მოტორული უნარების დაქვეითებას და ქცევის ცვლილებებს.

ზურგის ტვინის დაზიანება: ძირითადი სიმპტომებია  კიდურების დამბლა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში მგრძნობელობის დაკარგვა.რეაბილიტაცია ფოკუსირებულია პაციენტის   დამოუკიდებლობის მაქსიმალურად გაზრდასა და მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებაზე. 

პარკინსონის დაავადება: პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტრემორი, წონასწორობის და კოორდინაციის გაძნელება. რეაბილიტაცია ეხმარება პაციენტს სიმპტომების მართვასა და მობილობის შენარჩუნებაში. 

ნეიროკუნთოვანი დარღვევები: მდგომარეობებმა,როგორიცაა კუნთოვანი დისტროფია,ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი და პერიფერიული ნეიროპათია,შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე,  ჰიპოტროფია და მოტორული დარღვევები.რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ფუნქციის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. 

ცერებრალური დამბლა: ნევროლოგიური რეაბილიტაცია ეხმარებათ ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტებს მოტორული ფუნქციების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებაში. 

გილენ-ბარეს სინდრომი: აუტოიმუნური დაავადებაა,რომელიც გავლენას ახდენს პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე,რაც იწვევს კუნთების სისუსტესა და დამბლას.ძალებისა და ფუნქციების აღსადგენად  საჭიროა რეაბილიტაცია.

რას მოიცავს რეაბილიტაციის პროცესი?

ნევროლოგიურ რეაბილიტაციაში, როგორც წესი რამდენიმე სპეციალისტია ჩართული,რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ  პაციენტთა სპეციფიკური საჭიროებებისთვის.  როგორ ტარდება ნევროლოგიური რეაბილიტაცია ?

1. შეფასება

    თავდაპირველად საჭიროა პაციენტის ფიზიკური და კოგნიტური ფუნქციების შეფასება. შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმაციების მოსაპოვებლად, გამოიყენება სტანდარტული ტესტები. 

2. მიზნის დასახვა

    შეფასების საფუძველზე,პაციენტთან და ოჯახის წევრებთან ერთად  დგინდება  კონკრეტული სარეაბილიტაციო მიზნები.ეს შეიძლება მოიცავდეს მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებას,ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად დამოუკიდებლობის გაზრდას,სიმპტომების მართვას და სხვა.

3. ინტერდისციპლინარული გუნდის მიდგომა

    იქმნება სამკურნალო ჯგუფი, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეიალისტების, ოკუპაციური თერაპევტების,ენისა და მეტყველების თერაპევტის,ფსიქოლოგებისა, ექთნების  და ყველა იმ სპეციალისტით დაკომლექტებული, რომელიც საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სამართავად. ისინი მიზანმიმართულად თანამშრომლობენ პაციენტისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. 

4. ფიზიკური თერაპია

    თერაპევტები მუშაობენ მობილობის, ძალის,ბალანსისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად.

5. ოკუპაციური თერაპია

     ოკუპაციური თერაპევტები ეხმარებიან პაციენტს ისეთი ყოველდღიური დავალებების დამოუკიდებლად შესრულებაში,როგორიცაა ჩაცმა,ჭამა,თავის მოწესრიგება და სხვა.თერაპიის გეგმაში ჩართულია ნატიფი მოტორული უნარების გაუმჯობესების ვარჯიშებიც

6. მეტყველების თერაპია

    მეტყველების თერაპევტს მიმართავენ მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელების დროს.თერაპია მოიცავს სავარჯიშოებს არტიკულაციის,ენობრივი უნარების და კომუნიკაციის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ყლაპვის თერაპია კი ეხმარება პაციენტს  უსაფრთხო ჭამაში. 

7. კოგნიტური რეაბილიტაცია

    თერაპევტები,ყურადღებას ამახვილებენ კოგნიტური ფუქნციების გაუმჯობესებაზე.გონებრივი შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენება კოგნიტური ვარჯიშები,მეხსიერების ვარჯიშები და ა.შ

8. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

   ფსიქიკური ჯანმრთელობა ნევროლოგიურ რეაბილიტაციაში მნიშვნელოვანია.

9. საზოგადოებაში რეინტეგრაცია

 რეაბილიტაცია ცდება  კლინიკურ გარემოს,იმისათვის , რომ  დაეხმაროს პაციენტს  საზოგადოებაში რეინტეგრაციაში.