×

ფიბროზი განისაზღვრება, როგორც ჯანსაღი ქსოვილის ჩანაცვლება,  გამოწვეული უჯრედგარე მატრიქსის გადაჭარბებული დეპონირებით, რაც იწვევს ქსოვილის აგებულებისა და ფუნქციის მოშლას. ფიბროზული პროცესები შესაძლებელია მიმდინარეობდეს ნებისმიერი ორგანოს ქსოვილში, ყველაზე მეტად გავრცელებულია ფილტვის, ღვიძლის და კუნთოვანი ქსოვილის ფიბროზი.   

რამ შეიძლება გამოიწვიოს ფიბროზი?

ფიბროზი და მის შედეგად მიღებული ნაწიბუროვანი ქსოვილი შესაძლოა განვითარდეს არასათანადოდ შეხორცებული დაზიანების ადგილას. მიკროტრავმები შეიძლება გამოიწვიოს:

მძიმე საგნების აწევამ

განმეორებითმა მოძრაობებმა/ტრავმებმა

გადაჭარბებულმა ინტესიურმა დატვირთვამ

ნორმაში,როდესაც ბოჭკოები ზიანდება, კუნთოვანი ქსოვილს აქვს რეგენერაციის უნარი, თუმცა, თუ ტრავმა ხშირი და განმეორებადია, ის ვეღარ ახერხებს აღდგენას და ვითარდება ფიბროზი- კუნთოვანი ქსოვილი ნაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით.

ფიბროზის სიმპტომები 

კუნთებში, ფიბროზი ვლინდება მიოფიბრილების ჩანაცვლებით ფიბრობლასტებითა და ადიპოციტებით. კუნთებში ბოჭკოვანი ქსოვილის  გადაჭარბებული დაგროვება იწვევს მისი შეკუმშვის შემცირებას და ართულებს რეგენერაციისა და ფუნქციონირების უნარს.

ფიბროზი, კუნთების სისუსტის მთავარი მიზეზი და დაბერების ნიშანია. 

ფიბროზის მკურნალობა

ფიბროზული პროცესის შენელებასა ფიზიოთერაპია გამოიყენება, კონკრეტულად კი, დარტყმით-ტალღოვანი თერაპია, რადგან მას აქვს ისეთი ეფექტები, როგორიცაა: ტკივილის სწრაფად კუპირება, ნეოანგიოგენეზი, ფიბროზული ქსოვილის გაწოვა და ქსოვილის რეგენერაციის პროცესის დაჩქარება.