ფიბრომიალგია ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქრონიკული და ფართოდ გავრცელებული კუნთოვანი ტკივილი, რასაც თან ახლავს დაღლილობა, სისუსტე, ძილის დარღვევები და კოგნიტური დარღვევები.
ფიბრომიალგიის სიმპტომები
ფიბრომიალგიის ძირითადი სიმპტომებია:
● ქრონიკული და სხეულის მრავალ უბანში გავრცელებული ტკივილი - ტკივილი ჩვეულებრივ წარმოდგენილია სხეულის ორივეს მხარეს და განსაკუთრებით იგრძნობა კუნთებში, სახსრებში და რბილ ქსოვილებში.
● მგრძნობიარე წერტილების არსებობა
● დაღლილობა - ფიბრომიალგიით დაავადებული ადამიანებს ხშირად აწუხებთ დაღლილობა, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გადადის.
● ძილის დარღვევები
● კოგნიტური დარღვევები - მეხსიერების, კონცენტრაციის, ყურადღების დეფიციტი.
● თავის ტკივილი
● სენსორულ სტიმულზე მგრძნობელობა - ფიბრომიალგიის მქონე პაციენტები ჰიპერმგრძნობიარენი არიან სხვადასხვა სენსორული სტიმულის მიმართ. ეს შეიძლება იყოს სინათლე, ხმაური, ტემპერატურის ცვლილება და სხვა.
● გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - მუცლის ტკივილი, შებერილობა, ყაბზობა, დიარეა.
● დეპრესია და შფოთვა
● კუნთების სისუსტე - განსაკუთრებით დილის საათებში
● სახსრების ტკივილი - პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ართრიტის მსგავს ტკივილს, თუმცა ამ მდგომარეობისთვის სახსრების დაზიანება არ არის დამახასიათებელი.
● დაბუჟება და ჩხვლეტა სხეულის სხვადასხვა ნაწილში
რამ შეიძლება გამოიწვიოს ფიბრომიალგია?
ფიბრომიალგიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე არ არის ცნობილი, მდგომარეობა კომპლექსური და მულტიფაქტორულია. ვარაუდობენ , რომ გენეტიკური, გარემო და ფიზიოლოგიური ფაქტორების კომბინაციით არის გამოწვეული. ფიბრომიალგიის განვითარების რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორია:
● გენეტიკა
● ტკივილის გაძლიერებული შეგრძნება, რაც გენერირებულია ნერვული სისტემის მიერ
● ნეიროქიმიური დისბალანსი - ნეიროტრანსმიტერები, როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი და ნორეპინეფრინი, დიდ როლს თამაშობენ ტკივილის აღქმის, განწყობისა და სხვა ფუნქციების რეგულირებაში. ამ ნეიროტრანსმიტერების დისბალანსმა შეიძლება ხელი შეუწყოს ფიბრომიალგიის განვითარებას.
● ფიზიკური ტრავმა
● ინფექციები
● ფსიქოლოგიური სტრესი
● მოუწესრიგებელი ძილი
● ჰორმონალური დისბალანსი - მაგალითად ესტროგენის დონის ცვლილებები, ფიბრომიალგიის სიმპტომების პოტენციური ხელშემწყობი ფაქტორია.
● გარემო ფაქტორები - ამინდმა, ტემპერატურამ, ტენიანობის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფიბრომიალგიის განვითარებაზე. თუმცა ამ ფაქტორების როლი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადგენილი.
ფიბრომიალგიის მკურნალობა
ფიბრომიალგიის მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ტკივილის მართვას, ძილის გაუმჯობესებას, ფიზიკური და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას. ფიბრომიალგიის მკურნალობის რამდენიმე სტრატეგიაა:
1. მედიკამენტოზური : ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები, მიორელაქსანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები
2. ფიზიკური თერაპია : შესაძლებელია ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის შექმნა მოქნილობის და მობილობის გასაუმჯობესებლად.
3. ელექტროთერაპია : ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი სახეა. პროცედურა აძლიერებს კუნთების ტონუსს, ამცირებს ტკივილს, ზრდის ქსოვილების სისხლმომარაგებას, აქვს აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტი
4. ვაკუუმთერაპია : ხელს უწყობს კაპილარების რეგენერაციას, აძლიერებს სისხლმომარაგებას, ამცირებს ანთებით ტოქსინებს.
5. ცხოვრების წესის ცვლილებები : რეგულარული ვარჯიში, ძილის მოწესრიგება, სტრესის მენეჯმენტი ამცირებს ფიბრომიალგიის სიმპტომებს.
6. დაბალანსებული კვება : ფიბრომიალგიის დროს კოფეინი და ხელოვნური დამატკბობელი არ არის რეკომენდირებული.