×

ხერხემლის დისკოპათიები ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ის ასოცირდება მალთაშუა დისკების გადაგვარებასთან, კონკრეტულად კი, მის დეჰიდრატაციასა და მოცულობის კლებასთან. შედეგად, მალთაშუა დისკი ვეღარ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციებს.

დისკოპათიები შეიძლება განვითარდეს ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტზე, თუმცა ყველაზე ხშირია კისრისა და წელის მიდამოში.

ხერხემლის დისკოპათიების სიმპტომები:

ხერხემლის დისკოპათიების ძირითადი სიმპტომია: მჩხვლეტავი ან მუდმივი ხასიათის ტკივილი ზურგის არეში. ტკივილის მახასიათებლებია:

ზურგის ტკივილი, რომელიც შეიძლება გადაცემითი ხასიათის იყოს ბარძაყის ზედა მიდამოში და დუნდულოებზე;

ტკივილი აღმოცენდება პერიოდულად, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თვე;

ჯდომისას უარესდება, ფეხზე დგომისას და მოძრაობისას იკლებს;

ინტენსივობა იზრდება მოხრილ მდგომარეობაში;

მწოლიარე პოზიციაში ტკივილი მცირდება;

ზოგ შემთხვევაში, დისკოპათიებმა შეიძლება გამოიწვიოს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა. ასევე კუნთების მოდუნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიმდინარეობს დეგენერაციის პროცესი და აქვს თუ არა გავლენა ახლოს მდებარე ნერვულ ბოჭკოზე. 

ხერხემლის დოსკოპათიების გამომწვევი მიზეზები:

მალთაშუა დისკების ცვეთა დაკავშირებულია დაბერების პროცესთან. ადამიანთა უმრავლესობა, 40 წლის ზემოთ, დისკის გარკვეულ გადაგვარებას განიცდის. თუმცა, პროცესს შემთხვევაში არ ახლავს ტკივილი და შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ძირითადი მიზეზებია:

გამოშრობა - მალთაშუა დისკი რბილი კონსისტენციის ბირთვს შეიცავს, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი წყალია. ასაკის მატებასთან ერთად  ბირთვი ბუნებრივად კარგავს წყალს. შედეგად, დისკები თხელდება და ვეღარ უძლებს ჩვეულ დატვირთვას, რაც იწვევს ტკივილს. 

ცვეთა ან გაბზარვა - ყოველდღიურმა მცირე ტრავმება შესაძლებელია გამოიწვიოს მცირე ბზარების გაჩენა მალთაშუა დისკებზე. თუ დისკის გარეთა კედელი გაიბზარება, მოსალოდნელია ის ადგილიდან ამოვარდეს და განვითარდეს თიაქარი.

ხერხემლის დისკოპათიების მკურნალობა:

ხერხემლის დისკოპათიების საწყისი სტადიის მკურნალობა არაინვაზიურია, ის ძირითადად მოიცავს:

ფიზიკური თერაპია- სამკურნალო ვარჯიში და სხვადასხვა თერაპია: ულტრაბგერითი თერაპია, PRP თერაპია, ტრაქცია, ელექტროთერაპია .

არასტეროიდული ანთების საწინააღდმეგო საშუალებები და ა.შ.