×

კიფო-სქოლიოზი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხერხემალი გამრუდებულია როგორც ლატერალურ, ასევე საგიტალურ სიბრტყეში. კიფო-სქოლიოზური დეფორმაცია არის გამრუდების ორი ტიპის: კიფოზისა და სქოლიოზის თანაარსებობა. 

კიფოზი- ხერხემლის გამრუდება საგიტალურ სიბრტყეში. ამ დროს ადამიანს აქვს მოხრილი პოზა, თავი და მხრები კი წინ არის დაშვებული. 

სქოლიოზი- სქოლიოზი არის  ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის  მაჩვენებელი )  10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ.  


კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის სიმპტომები

კიფო-სქოლიოზური დეფორმაცია შესაძლებელია გამოვლინდეს მრავალი სიმპტომით: დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან- მძიმე გართულებებამდე. სიმპტომები დამოკიდებულია გართულების ხარისხსა და გამომწვევ მიზეზზე.  რამდენიმე მათგანია:

ხერხემლის შესამჩნევი დეფორმაცია

ზურგის ტკივილი : კიფო-სქოლიოზით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას აღენიშნება ზურგის ტკივილი, განსაკუთრებით გამრუდების არეში. ტკივილი შეიძლება გაამწვავოს გარკვეულმა აქტივობებმა, ჯდომის ან დგომის ხანგრძლივმა პერიოდებმა .

სუნთქვის გაძნელება: მძიმე კიფო-სქოლიოზმა შესაძლებელია ფილტვების ფუნქცია დააქვეითოს, ხერხემლის ანომალურმა გამრუდებამ- გამოიწვიოს ფილტვების ტევადობის დაქვეითება, ამის შედეგად კი ქოშინი, დაღლილობა და ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის შემცირება. 

მობილობის შეზღუდვა: მცირდება ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი და მოქნილობა 

კუნთების დისბალანსი, სისუსტე, სიმტკიცე და დისკომფორტი.

ნერვის კომპრესია: ზოგ შემთხვევაში, ხერხემლის გამრუდებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვებზე ზეწოლა და წარმოგენილი იქნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: დაბუჟება, ჩხვლეტა, სისუსტე კიდურებში და სხვა. 

გასტოინტესტინალური ტრაქტის პრობლემები: მძიმე კიფო-სქოლიოზი იწვევს მუცლის ორგანოების შეკუმშვას, შედაგად სახეზეა საჭმლის მონელების დარღვევა. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს კიფო-სქოლიოზური დეფორმაცია?

კიფო-სქოლიოზური დეფორმაცია შესაძლებელია იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

თანდაყოლილი დეფორმაცია  თანდაყოლილი კიფო-სქოლიოზი შეიძლება გამოწვეული იყოს ხერხემლის ან ნეკნების დეფორმაციით.

ნერვ-კუნთოვანი დაავადებები: ცერებრალური დამბლა, კუნთოვანი დისტროფია, ზურგის კუნთოვანი ატროფია და ა.შ .

შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევები

ინფექციები ან ანთება : მაგალითად ხერხემლის ტუბერკულოზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი.

კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის მკურნალობა

კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე, გამრუდების სიმძიმეზე,  ზოგად მდგომარეობაზე და ა.შ . რამდენიმე მიდგომა,რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის მკურნალობისთვის არის:

დაკვირვება და მონიტორინგი: კიფო-სქოლიოზის მსუბუქი შემთხვევებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამრუდება  არ იწვევს მნიშვნელოვან სიმპტომებს და ფუნქციურ შეზღუდვას, მდგომარეობა შესაძლებელია იყოს დაკვირვების პროცესში.

ფიზიკური თერაპია: შესაძლებელია გაუმჯობესდეს მოქნილობა და ძალა. სპეციფიკური სავარჯიშო პროგრამები გამოიყენება დაავადების პროგრესირების შესანელებლად.  ასევე გამოიყენება ფიზიკური თერაპიის პროცედურები, მაგალითად ელექტროთერაპია

ტკივილის მართვა: კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის დროს ტკივილის მართვა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად ტკივილგამაყუჩებლების მიღებით ან ფიზიოთერაპიის გამოყენებით.

ქირურგიული ჩარევა: მძიმე ან პროგრესირებადი კიფო-სქოლიოზის დროს, რომელიც არ პასუხობს კონსერვატიულ მკურნალობას, შეიძლება რეკომენდირებული იყოს ქირურგიული ჩარევა.