ხერხემალი ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია. ის შედგება 33 მალისგან და მათ შორის გამოიყოფა 5 სეგმენტი: კისრის, გულმკერდის, წელის, გავისა და კუდუსუნის. ხერხემალს ადამიანის ორგანიზმისთვის აქვს როგორც სტატიკური ისე დინამიური ფუნქცია.
რა პრობლემები შესაძლოა შეგვხვდეს ხერხემლის სვეტში ?
ხერხემლის სვეტში შესაძლოა შეგვხვდეს მრავალი პრობლემა. ისინი შეიძლება დავყოთ რამდენიმე კატეგორიად, მაგალითად :
• სტრუქტურული - აქ ერთიანდება ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა სქოლიოზი, ჰიპერკიფოზი, ჰიპერლორდოზი, ტანდეგობის დარღვევა და ა.შ.
• ქრონიკული დეგენერაციული დაავადებები- მაგალითად : პროტრუზიო, მალთაშუა თიაქარი, დისკოპათია, ოსტეოქონდროზი და ა.შ
• ტრავმული დაზიანებები და ა.შ
ყველაზე გავრცელებული სტრუქტურული დაზიანება
ხერხემლის სტრუქტურულ დაზიანებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა არის სქოლიოზი. სქოლიოზი შესაძლოა შეგვხდეს ყველა ასაკის პაციენთან, თუმცა ყველაზე ხშირად ის ვლინდება მოზარდებთან. სტატისტიკურად სქოლიოზი მდედერობით სქესის პაციენტებთან უფრო ხშირად ვლინდება.
სქოლიოზის მკურნალობა
სქოლიოზის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ყველა პაციენტის გამოკვლევა და ინდივიდუალური შეფასება, რადგან მკურნალობის გეგმის შედეგენა დამოკიდებულია სქოლიოზის ხარისხზე და პაციენტის პერსონალურ მონაცემებზე.
არსებული მდგომარების მიხედვით მკურნალობა შესაძლოა დაიგეგმოს ოპერაციული ან კონსერვატიული გზით. კონსერვატიული მკურნალობის არჩევის მეთოდი არის შროტის ვარჯიში. შროტის მეთოდის სავარჯიშო პროგრამა იგეგმება და სრულდება ცალკეულად ყველა პაციენტისთვის . შროტის ვარჯიშების თერაპიული ეფექტი დასტურდება მრავალი კვლევით.