×
ელექტროთერაპია

ელექტროთერაპია ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ხელს უწყობს რბილი ქსოვილების დაზიანების შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს. ელექტრული იმპულსების მეშვეობით ,შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება, ტკივილის შემსუბუქება,ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა,ანთების საწინააღმდეგო, აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება.

თერაპიის რა ტიპები არსებობს?


ელექტროთერაპიის რამოდენიმე სახე არსებობს, მათ შორის ყველაზე  ხშირად გამოიყენება: 

ნერვის ტრანსკუტანური  ელექტრული სტიმულაცია (TENS)- გამოიყენება როგორც უშუალოდ ნერვზე, ასევე სხვა ქსოვილებზე (კუნთი,მყესი, იოგი) ზემოქმედებისთვის  . თერაპიის ამ სახეს ექიმები  1960 -იანი წლებიდან რეგულარულად იყენებენ როგორც მწვავე , ისე ქრონიკული ტკივილისას, სხვადასხვა ხასიათის ტრავმული და დეგენერაციული ცვლილების დროს

კუნთების ელექტრული სტიმულაცია (EMS)- მოქმედებს კუნთებზე და იწვევს მათ სტიმულაციას. კუნთების განმეორებითი შეკუმშვა-მოდუნების ციკლი კი იძლევა ისეთ ეფექტებს, როგორიცაა: 


სისხლის ნაკადის გაზრდა დაზიანებულ ქსოვილებში, რაც აჩქარებს აღდგენით პროცესებს

მოდუნებული კუნთების გაძლიერება და მოქნილობის გაზრდა

ჰიპოტროფირებული(მოდუნებული) კუნთის აღდგენის პროცესის დაჩქარება.


იონოფორეზი- გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტების ( მაგალითად ანთების საწინააღმდეგო და კუნთის სპაზმის შესამცირებელი მედიკამენტები) კანქვეშა გზით ორგანიზმში შეყვანისთვის.


მაღალ-ვოლტაჟიანი გალვანური სტიმულაცია (HVGC) - იყენებენ მაღალი ძაბვისა და დაბალი სიხშირის ელექტროენერგიას ღრმად მდებარე ქსოვილებში შესაღწევად.გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად,სისხლმომარაგების გასაზრდელად, კუნთების სპაზმის მოსახსენლად და სახსრების მობილობის გასაუმჯობესებლად.

 

რას დროს გამოიყენება ელექტროთერაპია?

ელექტროთერაპია აქტიურად გამოიყენება ნევროლოგიაში, ტრავმატოლოგიაში, რევმატოლოგიაში, სპორტულ მედიცინაში, ნეიროქირურგიის,ორთოპედიული ქირურგიის და სხვა ტიპის ქირურგიული ჩარევის შემდგომ რეაბილიტაციაში.


ელექტროთერაპია ეფექტურია ისეთი დაავადებების დროს,როგორიცაა:


ხერხემლის დაავადებები: კიფო-სქოლიოზური დეფორმაციები, დისკოპათიები,ოსტეოქონდროზული ცვლილებები…

სახსრების ტკივილი:ართროზი,ართრიტი,ტენდინიტი, ბურსიტი;

სპორტული ტრავმები;

ნევრალგია;

ნევრიტი;

ინსულტის შემდგომი გართულებები;

სხვადასხვა სახის ძვალ-სახსროვანი დეგენერაციული ცვლილებები;

ფიბრომიალგია;

კუნთების ტრავმული დაზიანება:ჰემატომა, დაჭიმულობა, სპაზმი;


შეიცავს თუ არა რაიმე რისკებს ელექტროთერაპია?


ელექტროთერაპია არ არის მაღალი რისკების შემცველი სამედიცინო მანიპულაცია, იგი ხასიათდება ნაკლები გვერდითი მოვლენებით და უკუჩვენებებით.


ელექტრო თერაპიის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა არის  კანის გაღიზიანება, ელექტროდების მოთავსების ადგილას. რისი არიდებაც მარტივად შესაძლებელია ელექტო იმპულსის ინტესივობის შემცირების საშუალებით.

ელექტროთერაპია ექიმის რეკომენდაციით ინიშნება კარდიოსტიმულატორისა და სხვა გულის იმპლანტირებული მოწყობილობების მქონე პაციენტებისათვისაც.

ელექტროთერაპიის წინააღმდეგჩვენებაა ავთვისებიანი სიმსივნე.