×

ცერებრალური დამბლის ვარჯიშები სპეციალიზებული ფიზიკური აქტივობებია, რომლებიც მიზნად ისახავს ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების მობილურობის, ძალის,  კოორდინაციისა და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს სავარჯიშოები მორგებულია თითოეული ადამიანის უნიკალურ საჭიროებებზე, მათი საშუალებით შესაძლებელია  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

რა ბენეფიტები აქვს ცერებრალური დამბლის ვარჯიშებს?

 ცერებრალური დამბლის ვარჯიშები გთავაზობთ ფიზიკურ,ემოციურ და კოგნიტურ სარგებელს. მათ შორისაა:

გაჭიმვა და ძალის ვარჯიშები ხელს უწყობს კუნთების სპასტიურობის შემცირებას, აუმჯობესებს მოქნილობას,მობილურობას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.

მიზანმიმართული ვარჯიშები აძლიერებს დასუსტებულ კუნთებს, შედეგად ამარტივებს ყოველდღიურ საქმიანობებს, როგორიცაა სიარული,საგნების დაჭერა და სხვა.

აუმჯობესებს ბალანსს,კოორდინაციას, ამცირებს დაცემისა და დაზიანებების რისკს. 

რეგულარული ვარჯიშები ამსუბუქებს დისკომფორტს 

ფიზიკური აქტივობა ათავისუფლებს ენდორფინებს,შედეგად უმჯობესდება განწყობა და ზოგადი ემოციური კეთილდღეობა.

რას მოიცავს ცერებრალური დამბლის ვარჯიშები?

ცერებრალური დამბლის ვარჯიშები მოიცავს გაჭიმვის, გაძლიერების, წონასწორობისა და კოორდინაციის ვარჯიშების ერთობლიობას. პროცედურები შეიძლება ჩატარდეს ფიზიოთერაპევტის ან ოკუპაციური თერაპევტის ხელმძღვანელობით.

 ძირითადი ვარჯიშებია:

1. გაჭიმვა - ამცირებს კუნთების დაჭიმულობას და კონტაქტურების განვითარების შესაძლებლობას. შეიძლება შესრულდეს პასიურად (დახმარებით) ან აქტიურად (ინდივიდის მიერ).

2. ძალის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები - ფოკუსირებულია კუნთების ტონუსისა და ფუნქციის გაუმჯობესებაზე. მოიცავს წინააღმდეგობის ვარჯიშებს,  ვარჯიშებს წონითი დატვირთვის და ჰიდროთერაპიას. 

3. ბალანსისა და კოორდინაციის ვარჯიშები - შექმნილია სიარულის გასაუმჯობესებლად და დაცემის რისკის შესამცირებლად. მოიცავს აქტივობებს, როგორიცაა ცალ ფეხზე დგომა,ბალანსის დაფების გამოყენება ან უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული და ა.შ. 

4. ფუნქციური მოქნილობის ვარჯიშები - მიზნად ისახავს ყოველდღიური უნარების გაუმჯობესებას, როგორიცაა ჯდომა,დგომა და სიარული და ა.შ.

5. ოკუპაციური თერაპია - ფოკუსირებულია წვრილი ყოველდღიური მოტორული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა საგნების დაჭერა,წერა,თავის მოვლა და სხვა.

ვისთვის არის საჭირო ცერებრალური დამბლის ვარჯიშები?

 ცერებრალური დამბლის ვარჯიშები სასარგებლოა ცერებრალური დამბლის მქონე ნებისმიერი ასაკისა და სიმძიმის მქონე ინდივიდისათვის. ძირითადად,ვარჯიშები შეიძლება დასჭირდეთ: 

ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს - ადრეული ჩარევა ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას და კონტრაქტურების თავიდან აცილებას. 

ცერებრალური დამბლის მქონე მოზრდილებს - რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით შესაძლებელია მობილურობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება, კუნთების გაძლიერება.

დაავადების სპასტიური ფორმის დროს - აუმჯობესებს მოქნილობას.

ატაქსიური ან დისკინეზიური ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტებს 

პოსტ-ოპერაციულ პერიოდში მქოფ პაციენტებს

შშმ ეტლით მოსარგებლე ინდივიდებს