×

ოსტეოქონდროზი დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებაა. ამ დროს ძვლის დაზიანებულ უბანში სისხლმომარაგება მცირდება, რაც იწვევს ძვლისა  და ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებებს. 

ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებული სახეობაა ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ეს არის პროცესი რომელიც იწვევს მალთაშუა დისკების სტრუქტურულ ცვლილებას ,სახსრების დეფორმაციას, კალციფიკატების წარმოქმნასა და მალთაშუა სივრცის შევიწროებას. 

ოსტეოქონდროზული ცვლილებების სიმპტომები

ოსტეოქონდროზის სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და დაზიანებულ უბანზე. ძირითადი მათგანია:

ტკივილი - ოსტეოქონდროზის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია. ტკვილი შეიძლება ლოკალოზებული იყოს დაზიანების ადგილზე და იმატებდეს ფიზიკური  აქტივობის დროს. 

შეშუპება ან ანთება- შეიძლება იყოს დაზიანებული სახსრის მიდამოში.

მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, დაზიანებული სახსრის მოქნილობის დაქვეითება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ფიზიკური აქტივობისას 

დაზიანებული ადგილის მგრძნობელობის ცვლილება

სახსრების სისუსტე განსაკუთრებით დილის საათებში

კოჭლობა- თუ დაზიანება ლოკალიზებულია ტერფის, მუხლის ან ბარძაყის მიდამოში . 

დაზიანების ლოკაციაზე ადგილობრივად ტემპერატურის მატება

რამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოქონდროზული ცვლილებები?

ოსტეოქონდროზის ზუსტი გამომწვევი მიზეზი ყოველთვის არ არის ცნობილი, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას:

გენეტიკა

ზრდის სწრაფი პროცესი

მექანიკური ფაქტორები,ხშირი  განმეორებითი მოძრაობები, სახსრის ზედმეტი დატვირთვა

სისხლმომარაგების დარღვევა

ჰორმონალური დისბალანსი

საკვები ნივთიერებების დისბალანსი

ინფექციები

ოსტეოქონდროზული ცვლილებების მკურნალობა

ოსტეოქონდროზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, განვითარების ადგილსა და მდგომარეობის სიმძიმეზე. მკურნალობის ძირითადი მიზანი ტკივილის მართვა და გართულებების თავიდან აცილებაა. ოსტეოქონდროზის მკურნალობის რამდენიმე გავრცელებული მეთოდია:

 დაზიანებული უბნის დასვენება და იმ აქტივობებისგან თავის არიდება, რომელიც ამძაფრებს ტკივილს

ფიზიკური თერაპია- აუმჯობესებს სახსრის მოქნილობას,აძლიერებს კუნთებს, აუმჯობესებს სისხლმომარაგებას.  ულტრაბგერითი თერაპია ხელს უწყობს აღდგენა-რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურებას. 

ტკივილის მართვა ტკივილგამაყუჩებლების მეშვეობით

გარკევული ტიპის ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს დაზიანებული უბნის იმობილიზაცია და ა.შ