×

დისკოპათია, ასევე ცნობილი როგორც მალთაშუა დისკის დეგენერაციული დაავადება, წარმოადგენს ზურგის ტკივილის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. 

დაავადებისას, მალთაშუა დისკების დეჰიდრატაციისა და მოცულობის კლების შედეგად, ხერხემალ ის სვეტზე დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება , რის შედეგადაც ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები.

დისკოპათია შეიძლება ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტზე განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად კისრისა და წელის მიდამოში ვლინდება.

დისკოპათიის სიმპტომები

 ტკივილი - დისკოპათიის ძირითადი სიმპტომია. ტკივილის მახასიათებლებია: 

 მჩხვლეტავი, მუდმივი ხასიათის ტკივილი ზურგის არეში

 შეიძლება იყოს ადგილობრივი, ან გადაცემითი ფეხის არეში

 აღმოცენდება პერიოდულად,ახასიათებს გამწვავებები და შეიძლება გაგრძელდეს    რამდენიმე კვირა ან თვე

ჯდომისას უარესდება, ხოლო ფეხზე დგომისას და მოძრაობისას მსუბუქდება

უარესდება მოხრილ მდგომარეობაში

მწოლიარე პოზიცია ტკივილს ამცირებს 

სახსრების მობილობის შეცვლა - დისკოპათიის ლოკალიზაციიდან გამომდინარე, არსებულ სეგმენტში შესაძლოა გართულდეს მოძრაობის შესრულება 

მოძრაობის დიაპაზონის შემცირება - დისკოპათიისას მალთაშუა დისკები კარგავენ ელასტიურობას, რაც ხელს უშლის მოძრაობის პროცესს.

დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება - თუ დაზიანებული დისკი აწვება ნერვს, ნერვის მიერ ინერვირებულ ნაწილში შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება. 

კუნთების სისუსტე

რამ შეიძლება გამოიწვიოს დისკოპათია?

დისკოპათიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა არსებობს ფაქტორები, რაც ხელს უწყობს მდგომარეობის განვითარებას:

დისკოპათიის ხელშემწყობი მთავარი ფაქტორი ორგანიზმის დაბერების პროცესია.ასაკის მატებასთან ერთად, მალთაშუა დისკები კარგავენ წყლის შემცველობას და ელასტიურობას, შედეგად,დისკები თხელდება და ვეღარ უძლებს ჩვეულ დატვირთვას. 

გენეტიკა

მექანიკური ცვეთა - განმეორებითი მოძრაობები, ცუდი პოზის შერჩევა, ხერხემლის ხშირი მცირე ტრავმები დროთა განმავლობაში დისკის გადაგვარებას უწყობს ხელს. 

მწეველობა

სიმსუქნე

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მჯდომარე ცხოვრების წესი

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა

დისკოპათიის მკურნალობა

დისკოპათიის საწყისი სტადიის მკურნალობა არაინვაზიურია, ის ძირითადად მოიცავს:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებების მიღება 

ცხოვრების წესის მოდიფიკაცია - ოპტიმალური წონის შენარჩუნება/მიღწევა, სწორი პოზიციონირება, არასწორი დატვირთვისგან თავის არიდება და ა.შ .

ფიზიკური თერაპია: ინდივიდუალურად შერჩეული ვარჯიშები და გაჭიმვები აუმჯობესებს ხერხემლის მოქნილობას, აძლიერებს კუნთებს და ამსუბუქებს ტკივილს. 

რეგენერაციული თერაპიები: PRP-თერაპია , ულტრაბგერითი თერაპია , ელექტრო თერაპია , მაგნიტოთერაპია .