×
ფიზიოთერაპია ბავშებში

ფიზიოთერაპია ბავშებში

ბავშვთა ფიზიოთერაპია ფიზიკური თერაპიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სპეციალიზებულია დარგია. ბავშვის ზრდასთან ერთად, მათი ფიზიკური საჭიროებები და განვითარების ეტაპები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ფიზიოთერაპია კი ამ ფაზების სწორად წარმართვაში მონაწილეობს. პედიატრიული ფიზიოთერაპევტები იყენებენ სხვადასხვა ასაკის შესაბამის მეთოდებს, რაც აერთიანებს თამაშს და სტრუქტურირებულ ვარჯიშებს. ფიზიოთერაპია ბავშვებისათვის გულისხმობს უფრო მეტს,ვიდრე უბრალოდ ფიზიკურ მკურნალობას. 


სამედიცინო რეაბილიტაცია

სამედიცინო რეაბილიტაცია

სამედიცინო რეაბილიტაცია ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია პაციენტის ფუნქციური შესაძლებლობების და ცხოვრების ხარისხის  გაუმჯობესება. რეაბილიტაცია  მოიცავს  ინტერვენციების და თერაპიების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზანმიმართულია  პაციენტის დასახმარებლად  როგორც პოსტტრავმულ და პოსტოპერაციულ პერიოდში,  ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს. 


სამკურნალო ვარჯიშები

სამკურნალო ვარჯიშები

სამკურნალო ვარჯიშები,სპეციფიკური სახის ვარჯიშებია,რომლებიც შექმნილია ფუნქციის აღსადგენად,ძალის,მოქნილობის და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და ა.შ.  სამკურნალო ვარჯიშით ასევე შესაძლებელია  ძვალ-სახსროვანი სისტემის მოსალოდნელი დაზიანების თავიდან აცილება. სამკურნალო ვარჯიშები,ხშირ შემთხვევაში,ინიშნება რეაბილიტოლოგის მიერ და მორგებულია პაციენტის სპეციფიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე.