×
ლაზეროთერაპია

ლაზეროთერაპია სამედიცინო სფეროში ფართოდ გამოყენებადი პროცედურაა, რომელიც სამკურნალოდ თანმიმდევრულ, მონოქრომატულ, პოლარიზებულ და მიმართულ(ფოკუსირებულ)  სინათლის სხივს იყენებს.მისი სხივები, მცირე ფართობზე მაღალი სიზუსტით მუშაობის საშუალებას იძლევა, რაც თერაპიული ეფექტის ხარისხს ზრდის. 

ლაზერი სტიმულირებული გამოსხივების ფორმაა, სადაც ყველა ფოტონი თანაბარია. 

ყველა მათგანს აქვს ერთი და იგივე სიგრძე, მიმართულება და შედეგად, მიღებული სხივი არის მონოქრომატული, თანმიმდევრული და ფოკუსირებული.  

ფიზიკურ მედიცინაში გამოყენებული ლაზერის ძირითადი ეფექტი არის ფოტობიომოდულაცია, ეს ეფექტი კი, ლაზერის ცოცხალ ქსოვილთან უერთიერთქმედებით მიიღწევა. 

ლაზეროთერაპიამ გამოყენება ჰპოვა სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობასა და დაავადების რეაბილიტაციის პროცესში. 

გავრცელებული მდგომარეობები, რომლის დროსაც მიმართავენ ლაზეროთერაპიით მკურნალობას: 

  • ართრიტი, ართროზი
  • კუნთების დაზიანება
  • სახსრების დაზიანება
  • სხვადასხვა ტიპის ტრავმა
  • მყესების დაზიანება
  • ნევრალგია
  • ჰემატომა
  • სხვადასხვა სახის ტკივლი


ლაზეროთერაპიის უპირატესობები

ლაზეროთერაპიას, მისი ნაკლებ-ინვაზიურობის გამო, ბევრი უპირატესობა აქვს:

  • ფაქტობრივად უმტკივნეულოა
  • არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები
  • ნაკლებ ფართობზე აზიანებს ქსოვილს:

ლაზერის სხივი ქსოვილზე იმაზე ზუსტად დამიზნების საშუალებას იძლევა, ვიდრე ტრადიციული ქირურგიული ინსტრუმენტები. მისი ზემოქმედების არეალი ნაკლები სიღრმისა და ფართობისაა, ეს კი ქსოვილის მხოლოდ მცირე ნაწილის დაზიანებას იწვევს. 

  • მოკლე ვადაში ვლინდება შედეგი
  • პროცედურის ხანგრძლივობა ხანმოკლეა:

ლაზერული თერაპია შეიძლება ამბულატორიაშიც ჩატარდეს და არ საჭიროებს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას. 

ლაზეროთერაპიის გამოყენება შეიძლება სხვა პროცედურებთან კომბინაციაში,მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პრობლემის ტიპზე.