სახის მასაჟი გულისხმობს სახის კუნთებისა და ქსოვილების მანუალურ დამუშავებას. ხშირად, ეს ტექნიკა გამოიყენება სარელაქსაციოდ, სტრესის შესამცირებლად და ამავდროულად, სახის მოვლის რუტინაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თუმცა, გარდა ამისა, პროცედურას რეაბილიტაციის დარგში სამკურნალო მიზნებისთვისაც იყენებენ.
სახის მასაჟი შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი მდგომარეობების დროს როგორიცაა, კუნთების დაჭიმულობა , სახის პარეზი, ასიმეტრია და ა.შ ძირითადი მდგომარეობები, რომლის დროსაც სახის მასაჟი გამოიყენება შემდეგია:
● სახის დამბლა და სახის კუნთების სისუსტე
სახის დამბლის დროს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბელის დამბლით ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობებით, წარმატებით გამოიყენება მასაჟის თერაპია. ის აუმჯობესებს კუნთების ტონუსს,ცირკულაციას და ხელს უწყობს რელაქსაციას.
● პოსტოპერაციული პერიოდი
სახის გარკვეული ოპერაციების ან პროცედურების შემდეგ, მაგალითად როგორიცაა რეკონსტრუქციული ოპერაციები, ფართოდ გამოიყენება სახის მასაჟი, როგორც პოსტოპერაციული მოვლის ნაწილი. ეს ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას, სისხლის მიმოქცევის და შეხორცების გაუმჯობესებას.
● საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის ან ყბის ტკივილის მქონე პირებს, სახის მასაჟი უმსუბუქებს კუნთების დაძაბულობას, ტკივილს და ხელს უწყობს სახსრის მობილობის გაუმჯობესებას.
● ნაწიბუროვანი ქსოვილის შემცირება
სახის ოპერაციების ან ტრავმის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს ნაწიბუროვანი ქსოვილი. სახის მასაჟის ტექნიკა გამოიყენება ქსოვილის მოქნილობის გასაუმჯობესებლად და შეხორცების ხელშესაწყობად.
● სახის კუნთების სპაზმი და დაძაბულობა
სახის კუნთების სპაზმის ან დაძაბულობის დროს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესის, ტრავმის ან გარკვეული სამედიცინო მდგომარეობთ
● დისფაგია
ხშირად, ინსულტის შემდგომ იცვლება სახის კუნთების ნორმალური მდგომარეობა. ამ დროს რეაბილიტაცია მოიცავს სახის მასაჟს კუნთების სისუსტისა და ყლაპვის ფუქნციის გასაუმჯობესებლად.
● ბრუქსიზმი
სახის მასაჟის მეშვეობთ , ყბისა და სახის კუნთების დაძაბულობის შემცირებით, წარმატებით იმართება ბრუქსიზმი.
● ქრონიკული ტკივილი
სახის მიდამოში არსებული ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში, სახის მასაჟი გამოიყენება ტკივილის სამართავად და კუნთების ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
● ორთოდონტიული და სტომატოლოგიური პროცედურები
სახის მასაჟი გამოიყენება სხვადასხვა ორთოდონტიული ან სტომატოლოგიური პროცედურების შემდგომ რეაბილიტაციის პროცესში.
● ბელის დამბლის რეაბილიტაცია
ბელის დამბლა სახის დროებითი დამბლაა, მასაჟი კი ხელს უწყობს კუნთების ტონუსში მოყვანას და აღდგენის პროცესის დაჩქარებას.
სახის მასაჟი ხელს უწყობს აღდგენის პროცესში როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ კეთილდღეობას. სახის მასაჟის ძირითადი ბენეფიტებია :
● აუმჯობესებს სახის კუნთების მობილობას, განსაკუთრებით ბელის დამბლის ან ინსულტის შემდგომ პერიოდში.
● ამსუბუქებს კუნთების დაძაბულობას და დისკომფორტს ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია, სახის კუნთების სისუსტე ან პოსტოპერაციული აღდგენა.
● ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას , აძლიერებს ქსოვილებში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას.
● აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, რაც ამცირებს შეშუპებას და ანთებას ოპერაციების ან სახის ტრავმული დაზიანებების შემდეგ.
● მასაჟი ხელს უწყობს ნაწიბუროვანი ქსოვილის მართვას ქსოვილის მოქნილობის გაუმჯობესებით, ადჰეზიის მინიმუმამდე დაყვანით და საერთო მობილურობის გაძლიერებით.
● სახის მასაჟის დამამშვიდებელი ეფექტი ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.