×
ტრაქცია

ტრაქცია მკურნალობის მანუალური ტექნიკაა. პროცედურისას ხდება ხერხემლის სვეტის “გაჭიმვა”, რაც ამცირებს წნევას მალთაშუა დისკებზე და ამსუბუქებს ტკივილს. ხერხემლის სვეტზე ზემოქმედება საფიქსაციო ხელსაწყოებით ან  ძალის უშუალო მოქმედებით ხდება და თერაპიისას საჭიროა პაციენტის დაწოლილ პოზიციაში ან ჰალო ჟილეტში მოთავსება. 

ხერხემლის სვეტზე ზემოქმედება საფიქსაციო ხელსაწყოებით ან  ძალის უშუალო მოქმედებით ხდება და თერაპიისას საჭიროა პაციენტის დაწოლილ პოზიციაში ან ჰალო ჟილეტში მოთავსება. 


პრაქტიკაში, ძირითადად 2 ტიპის ტრაქცია გამოიყენება:

მანუალური ტრაქცია -  კეთდება უშუალოდ ფიზიოთერაპევტის მიერ, ისინი საკუთარი ხელების ძალით ზემოქმედებენ სახსრებსა და კუნთებზე(რათა მალთაშუა სივრცეები გააფართოვონ და დისკებზე მალების ზეწოლის წნევა შემცირდეს). თითოეული “გაჭიმვის” ფაზა, როგორც წესი, ცოტა დროს მოითხოვს.

მექანიკური ტრაქცია - ტრაქციის ამ ტიპის დროს გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა,რომელიც საშუალებას იძლევა როგორც წყვეტილი, ასევე უწყვეტი ტრაქციის ჩატარებისა.   თუმცა მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ: ოსტეოპოროზი, ოსტეომიელიტი, ძვლის კიბო, გულის ან ცნს -ის დაავადებები. ასევე არ არის მიზანშეწონილი ხერხემლის მოტეხილობებისა და ართრიტის დროს. 


რისთვის გამოიყენება ტრაქცია?

ტრაქცია გამოიყენება რბილი ქსოვილების გაჭიმვისთვის და გამწევი ძალის საშუალებით სახსრების ზედაპირების ან ძვლის ფრაგმენტების განცალკავებისთვის. გამოყენებული ძალა უნდა იყოს საკმარისი სიდიდის, ხანგრძლივობის და სათანადო მიმართულების, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს სხეულის საპირისპირო მიმართულების მოძრაობას. თერაპია ყველაზე ხშირად გამოიყენება იმ სპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:

  • მალთაშუა დისკის თიაქარი
  • დისკის დეგენერაციული დაავადება
  • სახსრების დაავადებები
  • საჯდომი ნერვის ანთება
  • წელის სპონდილოზი
  • ნერვზე ზეწოლა

როგორ კეთდება ტრაქციის პროცედურა?

დისკი, ხერხემლის მალებს შორის არსებული წრიული სტრუქტურაა. მას აქვს გარეთა ხრტილოვანი ფენა, რომელიც შიგნიდან რბილი ფენითაა გარშემორტყმული.როდესაც დისკი ზეწოლას განიცდის, მისი გარეთა ხისტი ფენა ზიანდება და შიგნითა რბილი ნაწილი გარეთ “გამოიჟონება”. მოგვიანებით, გამოჟონილი მასა აწვება ნერვებს და იწვევს ტკივილს. ტრაქციის პროცედურა, ამცირებს მალთაშუა დისკებზე ზეწოლას, ათავისუფლებს დისკს და ხელს უწყობს მისი პირვანდელი პოზიციის აღდგენას. შედეგად ხდება ნერვის დეკომპრესია და მცირდება ტკივილი.