Soleo Vaco მაღალტექნოლოგიური და 45 წლიანი გამოცდილების მქონე კომბინირებული აპარატია, ის ერთ მოწყობილებაში აერთიანებს ელექტრო, ულტრაბგერით და ვაკუუმ თერაპიას. აკმაყოფილებს თანამედროვე ფიზიოთერაპიის ყველა მოთხოვნას: არის კომპაქტური, ერგონომიული და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.
Soleo Vaco აპარატის ინტელექტუალური დიზაინი, ამარტივებს თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევას, იძლევა კონკრეტულ პაციენტებზე მორგებული პარამეტრების შენახვისა და დროის გონივრულად დაზოგვის საშუალებას.
აპარატის ყოვლისმომცველი დიზაინი აერთიანებს ესთეტიკას, მაღალ ფუნქციურობას, ერგონომიკასა და გამძლეობას. აქვს გლუვი კორპუსი და მინის სენსორული ეკრანი. მისი ინტერფეისი კი მეტად ნათელი და გასაგებია. ამ მობილურ და მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას აქვს აპლიკაციების უზარმაზარი სპექტრი.
Soleo Vaco მოწყობილობით ჩატარებული თერაპია გვეხმარება ტკივილის შემსუბუქებაში, კუნთების რეაბილიტაციის პროცესში, მეტაბოლიზმის გაზრდასა და ცირკულაციის გამოუჯობესებაში, ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი, ბეჭების ტკივილი, ინსულტი, პარკინსონის დაავადება, ინფარქტი, კისტური ფიბროზი.
აპარატის მრავალსიხშირიანი თავები, უზრუნველყოფს ორი სიხშირის (0.8 MHz და 2.4 MHz) ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობას, წინასწარ შერჩეული თანაფარდობით.ამიტომ, შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს მკურნალობისთვის სასურველი სიღრმე.
ტექნიკური მახასიათებლები
ვაკუუმთერაპიის მოწყობილობა მუშაობს როგორც Soleo Galva, ასევე Soleo SonoStim მოწყობილობებთან.
მოწყობილობა მუშაობს უწყვეტ ან პულსირებულ რეჟიმში.
კამერა კონტროლდება Soleo Galva და Soleo SonoStims კამერის ეკრანით
დიდი 8 “ ფერადი სენსორული ეკრანი და SD მეხსიერების ბარათი Soleos ხდის მოსახერხებელს გამოსაყენებლად, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სრულად და დეტალურად ისარგებლოს აპლიკაციით