სამკურნალო მასაჟსა და რეაბილიტაციას ზურგის ტკივილის მართვის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად რეაბილიტაციის როლი მობილობის აღდგენაში,ტკივილის მართვასა და ზოგადი კეთილდღეობის შენარჩუნებაში უდიდესია.

რა ტიპის სამკურნალო მასაჟები არსებობს ზურგისთვის?
ზურგის სამკურნალო მასაჟი თერაპიაა,რომელიც მოიცავს ზურგის კუნთების და რბილი ქსოვილების დამუშავებას ტკივილის შესამსუბუქებლად,კუნთების დაძაბულობის შესამცირებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ზურგის ტკივილის დროს თითოეულ პაციენტს მდგომარეობის შესაბამისად სჭირდება სხვადასხვა ტიპის სამკურნალო ვარჯიში, რომელის ზუსტად შეირჩევა “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში.
ზურგის სამკურნალო მასაჟის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სახეობაა:
● შვედური მასაჟი : ეფუძნება ხუთ ძირითად მოძრაობას ესენია: ხელსმა, სრესა, თელვა,ვიბრაცია, ბერტყვა. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,ხსნის კუნთების დაჭიმულობას,ამცირებს ტკივილს და ა.შ
● ღრმა ქსოვილების მასაჟი : ამ მეთოდის მთავარი სამიზნე კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის ღრმა ფენებია. განსაკუთრებით სასარგებლოა ზურგის ქრონიკული ტკივილისას.
● სამიზნე წერტილების თერაპია (Trigger Point Therapy) : ამ დროს,თერაპევტი თითით,თითის წვერით ან იდაყვით ეხება კუნთების იმ კონკრეტულ წერტილებს,რომელიც ყველაზე მტკივნეულია. აჩერებს 4-8 წამი და ხსნის ზეწოლას. თერაპია აჩქარებს აღდგენის პროცესს,აქრობს კუნთების სპაზმს და ამსუბუქებს ტკივილს.
● მიოფასციალური მასაჟი : მასაჟი ამცირებს ტკივილს და კუნთის დაჭიმულობას.
ზურგის სამკურნალო მასაჟის ბენეფიტები
ზურგის სამკურნალო მასაჟის უპირატესობები :
● ამსუბუქებს ტკივილს : მასაჟის საშუალებით შეიძლება შემცირდეს როგორც ქრონიკული,ასევე მწვავე ტკივილი კუნთების სპაზმის მოხსნის და სისხლის ნაკადის გაუმჯობესების ხარჯზე.
● აუმჯობესებს მოქნილობასა და მოძრაობის დიაპაზონს : მასაჟი ხელს უწყობს კუნთების მოქნილობის გაზრდას და შენარჩუნებას. ზრდის სახსრების მოძრაობის დიაპაზონს, ეს აადვილებს და ნაკლებად მტკივნეულს ხდის ყოველდღიურ საქმიანობას.
● აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას : მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაზრდას,რაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას კუნთებსა და ქსოვილებში.
● ამცირებს კუნთების დაძაბულობას და სპაზმს : კუნთების დაჭიმვის შემცირებით,მასაჟს აქვს სპაზმის მოხსნის ეფექტი.
მასაჟისა და რეაბილიტაციის ინტეგრაცია
ზურგის სამკურნალო მასაჟის შერწყმა სწორად სტრუქტურირებულ სარეაბილიტაციო პროგრამასთან ერთად სწრაფი აღდგენის და მიღებული შედეგის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
1. სინერგიული ეფექტი : მასაჟი კუნთების დაჭიმულობის შემცირებით,ამზადებს ზურგის კუნთებს ფიზიკური თერაპიისათვის. შედეგად, სამკურნალო ვარჯიში მეტად ეფექტური ხდება.
2. ტკივილის მართვა: ფიზიკური თერაპია ფოკუსირებულია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამ პროცესში მასაჟი შეიძლება გამოვიყენოთ მწვავე და ქრონიკული ტკივილის სამართავად.
3. ჰოლოსტიკური მიდგომა : მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ემოციური კეთილდღეობა, მასაჟი ამცირებს სტრესს და შფოთვას,რაც დადებითად მოქმედებს რეაბილიტაციის შედეგებზე.
ვის სჭირდება ზურგის სამკურნალო მასაჟი და რეაბილიტაცია?
1. ზურგის ქრონიკული ტკივილის მქონე ადამიანებს, ვისაც აწუხებთ ზურგის ქრონიკული ტკივილი. თერაპია ეხმარება პაციენტებს ტკივილის მართვაში,ფუქნციის გაუმჯობესებაში და ა.შ
2. ტრავმის შემდგომი მდგომარეობების დროს პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან პოსტ-ტრავმულ პერიოდში , სჭირდებათ რეაბილიტაცია ძალის,მოქნილობის და ფუნქციის აღსადგენად.
3. პოსტოპერაციულ პერიოდში
პაციენტებს, რომელთაც ჩაუტარდათ ოპერაცია, სჭირდებათ რეაბილიტაცია სრული ფუნქციური აღდგენისათვის. მასაჟი ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომი ტკივილის მართვას და ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას.
4. ათლეტებს
სპორტსმენებს,განსაკუთრებით მათ,რომელთაც უწევთ მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა,შეუძლიათ ჩაიტარონ რეგულარული მასაჟი,რათა შეინარჩუნონ კუნთების მოქნილობა და თავიდან აიცილონ მათი გადაძაბვა.
5. ხანდაზმულ ადამიანებს
ზურგის ტკივილი,ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებების გამო ხშირია ხანდაზმულებში. მასაჟი ამსუბუქებს ტკივილს და აუმჯობესებს კუნთის მოქნილობას. რეაბილიტაცია კი ხელს უწყობს ფიზიკური ფუქნციისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
6. სპეციფიკური მდგომერეობების მქონე პირებს:
● საჯდომი ნერვის ანთება
● მალთაშუა დისკების თიაქარი
● სქოლიოზი
● ფიბრომიალგია და ა.შ