სამედიცინო რეაბილიტაცია ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია პაციენტის ფუნქციური შესაძლებლობების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. რეაბილიტაცია მოიცავს ინტერვენციების და თერაპიების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზანმიმართულია პაციენტის დასახმარებლად როგორც პოსტტრავმულ და პოსტოპერაციულ პერიოდში, ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს.

რა ბენეფიტები აქვს სამედიცინო რეაბილიტაციას?
1. გაუმჯობესებული ფიზიკური ფუნქცია : რეაბილიტაცია ეხმარება პაციენტებს ძალის,მოქნილობის და კოორდინაციის გაუმჯობესებაში. სამკურნალო ვარჯიშები და ტექნიკა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კუნთების სახსრების მობილურობას.
2. ტკივილის მართვა : რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები წარმატებით გამოიყენება როგორც მწვავე ისე ქრონიკული ტკივილის მართვაში.
3. სწრაფი აღდგენა : ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს,ეხმარება პაციენტს რომ სწრაფად დაუბრუნდეს ჩვეული ცხოვრების წესს და ამცირებს გართულებების რისკს.
4. დამოუკიდებლობა და თავის მოვლა : ოკუპაციური თერაპია ორიენტირებულია ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულების უნარის გაუმჯობესებაზე. ეს მოიცავს ისეთ დავალებებს,როგორიცაა ჩაცმა,ბანაობა,კვება და სხვა.
5. დაზიანებების პრევენცია : რეაბილიტაციის პროცესში პაციენტები სწავლობენ როგორ აიცილონ თავიდან პოტენციური დაზიანებები.
6. მენტალური და ემოციური კეთილდღეობა : რეაბილიტაცია მოიცავს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასაც.
როდის არის საჭირო სამედიცინო რეაბილიტაციის გაკეთება?
სამედიცინო რეაბილიტაცია აუცილებელია ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც საჭიროა ფიზიკური ფუნქციის აღდგენა,მობილობის და ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესება, რამდენიმე ძირითადი მდგომარეობაა:
● პოსტოპერაციული პერიოდი : გარკვეული ოპერაციების შემდეგ, განსაკუთრებით კი ორთოპედიული პროცედურების შემდეგ,ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს უწყობს მობილობის,სიძლიერის და ფუნქციის აღდგენას.
● ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია : სპორტული დაზიანებების და ტრავმის შემდეგ(მოტეხილობა, დაჭიმულობა, მყესების მთლიანობის რღვევა და სხვა),რეაბილიტაცია მიზნად ისახავს შეხორცების ხელშეწყობას,ტკივილის შემცირებას და ფუნქციის აღდგენას.
● ქრონიკული ტკივილი : რეაბილიტაცია ეხმარება ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებს ტკივილის მართვასა და ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესებაში.
● ნევროლოგიური მდგომარეობები : რეაბილიტაცია გადამწყვეტია ისეთი ნევროლოგიური დაზიანებების დროს,როგორიცაა ინსულტი,ზურგის ტვინის დაზიანება,გაფანტული სკლეროზი,პარკინსონის დაავადება და სხვა.
● კარდიოლოგიური პრობლემები: ინფარქტის ან კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში,რეაბილიტაცია ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას.
● რესპირატორული პრობლემები: ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაცია ფოკუსირებულია სუნთქვის გაუმჯობესებაზე და ა.შ
● ბალანსის პრობლემები : ხანდაზმული პირები ან პაციენტები,რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობის შედეგად აღენიშნებათ ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევა,საჭიროებენ რეაბილიტაციას დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად და დაცემის რისკის შესამცირებლად.
● განვითარების შეფერხება: განვითარების შეფერხების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია ეხმარება მოტორული ფუნქციებისა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
● ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი: სარეაბილიტაციო პროგრამების მეშვეობით პაციენტებს უმარტივდებათ პოსტსამშობიარო პერიოდი.
ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო რეაბილიტაციის პროცედურები
სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს პროცედურების ფართო სპექტრს. თითოეულის ეფექტურობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზე. ძირითადი სარეაბილიტაციო პროცედურებია:
● ფიზიკური თერპია, რომელიც მოიცავს სამკურნალო ვარჯიშს, სახსრის დამუშავების ტექნიკებს და ა.შ
● ოკუპაციური თერაპია
● მეტყველებისა და ენის, ასევე ყლაპვის თერაპია (დისფაგიის დროს)
● ულტრაბგერითი თერაპია
● ელეტქროთერაპია
● ლაზეროთერაპია
● მაგნიტოთერაპია
● ულტრაფონოფორეზი
● PRP თერაპია