სარეაბილიტაციო მასაჟი,ფიზიკური რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური კომპონენტია. სამკურნალო მასაჟი გამოირჩევა ჰოლოსტიკური მიდგომით. მიზნად ისახავს სხეულის რელაქსაციას,ტკივილის შემსუბუქებას და ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

სარეაბილიტაციო მასაჟი გულისხმობს სხეულის რბილ ქსოვილებზე მანიპულირებას,როგორიცაა: კუნთები,შემაერთებელი ქსოვილი, მყესები და იოგები. ის,განსხვავებით ჩვეულებრივი მასაჟისაგან, ორიენტირებულია არა მხოლოდ რელაქსაციაზე,არამედ ტკივილის შემცირებაზე,ცირკულაციის გაუმჯობესებაზე და ტრავმის შემდგომ სწრაფ რეაბილიტაციაზე.
სარეაბილიტაციო მასაჟის სახეები და შესრულების ტექნიკა
სამკურნალო მასაჟი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას,თითოეული მათგანი მორგებულია პაციენტის კონკრეტულ საჭიროებებზე. რეაბილიტაციის პროცესში ყველაზე ხშირად გამოყენებული მასაჟებია:
1. შვედური მასაჟი - თერაპიული მასაჟის ყველა გავრცელებული სახეობაა,მოიცავს სხეულზე ხანგრძლივ დარტყმით,დაჭიმვით და წრიულ ზემოქმედებას. მიზნად ისახავს სხეულის მოდუნებას,სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას და კუნთებიდან ტოქსინების გამოთავისუფლებას. იდეალურია სტრესის შესამცირებლად და კუნთების დაძაბულობის დროს. ხშირად გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ან ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში.
2. ღრმა ქსოვილების მასაჟი - ფოკუსირებულია კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის ღრმა ფენებზე. ტექნიკა გულისხმობს ნელ დარტყმებს ქრონიკული ტკივილისა და დაძაბულობის შესამცირებლად. ამცირებს ნაწიბუროვან ქსოვილს და აუმჯობესებს სახსრების მობილურობას. გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობიდან გამოწვეული ქრონიკული ტკივილის დროს,პოსტურალური პრობლემების მოსაგვარებლად და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანების დროს.
3. სპორტული მასაჟი - სპორტსმენებზე მორგებული ეს მასაჟი,ხელს უწყობს ტრავმების თავიდან აცილებას და ამზადებს სხეულს სპორტული აქტივობებისთვის. ჩვეულებრივ,გამოიყენება ათლეტის მიერ სპორტული აქტივობის დაწყებამდე, ან დასრულების შემდეგ.
4. მიოფასციალური მასაჟი - ტექნიკა გულისხმობს რბილ ზეწოლას მიოფასციალურ შემაერთებელ ქსოვილზე. მასაჟი ამცირებს ტკივილს და აღადგენს მოძრაობის უნარს. ეფექტურია ფიბრომიალგიის,ქრონიკული ტკივილის,პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დროს.
5. ტრიგერულ წერტილებზე ზემოქმედება - გულისხმობს ზეწოლას სხეულის კონკრეტულ წერტილებზე. ამსუბუქებს ტკივილს და აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მუშაობას. გამოიყენება მიოფასციალური ტკივილის სინდრომის,თავის ტკივილის და კუნთების დაძაბულობის დროს.
6. ლიმფური დრენაჟის მასაჟი - ნაზი,რიტმული დარტყმებით შესრულებული მასაჟის ეს სახეობა,მიზნად ისახავს ლიმფური სისტემის სტიმულირებას. შედეგად,ხდება ლიმფის გადინება,რაც ამცირებს შეშუპებას,ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას. ხშირად გამოიყენება ოპერაციის შემდგომ (განსაკუთრებით კოსმეტიკური ქირურგია) რეაბილიტაციის პროცესში,ლიმფედემის დროს და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში შეშუპების შესამცირელად.
სარეაბილიტაციო მასაჟის ბენეფიტები
● სამკურნალო მასაჟი ამსუბუქებს ტკივილს,ამცირებს კუნთების დაძაბულობას,ზრდის სისხლის მიდინებას დაზიანებულ მიდამოში,რაც აჩქარებს აღდგენის პროცესს. ასტიმულირებს სხეულის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლების-ენდორფინების გამომუშავებას.
● გაძლიერებული სისხლის ნაკადის მეშვეობით,ქსოვილებს მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება. ეს პროცესი ხელს უწყობს შეხორცებას და ანთების შემცირებას.
● რეგულარული მასაჟი ეხმარება სახსრებსა და კუნთებს შეინარჩუნოს მოქნილობა და ელასტიურობა. ეს გადამწყვეტია ტრავმის შემდგომ ფუქნციების სრული აღდგენისათვის.
● სარეაბილიტაციო მასაჟი ხელს უწყობს სტრესის და შფოთვის შემცირებას.
● მისი მეშვეობით შესაძლებელია ტრავმის პრევენცია.
ზურგის სამკურნალო მასაჟი
ზურგის სამკურნალო მასაჟი თერაპიული პრაქტიკაა,რომელიც მოიცავს ზურგის კუნთებზე და რბილი ქსოვილებზე მანიპულაციას ტკივილის შესამსუბუქებლად,კუნთების დაძაბულობის შესამცირებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ტექნიკა მოიცავს: შვედურ მასაჟს,ღრმა ქსოვილების მასაჟს,სამიზნე წერტილების თერაპიას და მიოფასციალურ მასაჟს. გამოიყენება ქრონიკული ტკივილის მქონე პირებში,პოსტოპერაციულ პერიოდში,ტრავმის შემდგომ რებილიტაციის პროცესში,პოზის გასაუმჯობესებლად, ფართოდ იყენებენ ათლეტები და ხანდაზმულები.