სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი,სპეციალიზებული დაწესებულებაა,რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის,დაზიანების ან შეზღუდვის მქონე პირების შეფასება,მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. სარეაბილიტაციო მკურნალობას გადამწყვეტი როლი აქვს პაციენტის დამოუკიდებლობა აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის გაიუმჯობესებაში.
ამგვარი ცენტრების ძირითადი დანიშნულება და მიზნებია:
● მულტიდისციპლინური მიდგომა
● ყოვლისმომცველი შეფასება
● ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების შედგენა
● ფიზიკური რეაბილიტაცია
● პროფესიული რეაბილიტაცია
● ენისა და მეტყველების თერაპია
● ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერა
● დამხმარე ტექნოლოგიებისა და მოწყობილობები გამოყენება
● პაციენტისა და საზოგადოების განათლება
● ზრუნვის უწყვეტობა
● პაციენტის საზოგადეობაში რეინტეგრაცია
ვისთვის არის საჭირო სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობა?
სარეაბილიტაციო ცენტრისთვის მიმართვა საჭიროა იქნება იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ფიზიკური დაზიანება, იმყოფება პოსტოპერაციულ პერიოდში, ან უწევს ისეთ პირობებში ყოფნა, რაც გავლენას ახდენს მის ფიზიკურ ფუნქციაზე. რეაბილიტაციის ცენტრით შეიძლება ისარგებლოს:
1. პირებმა, რომელთაც აქვთ ორთოპედიული დაზიანებები ან აქვს ამ დაზიანების სამკურნალოდ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდი (მაგ: სახსრის ჩანაცვლება). ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრი დაეხმარება ძალის, ფუნქციის და მობილურობის აღდგენაში.
2. ისეთი ძვალ- კუნთოვანი დაზიანების მქონე პაციენტებმა როგორიცაა- ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი,ზურგის ტკივილი ან ფიბრომიალგია. ცენტრს შეუძლია უზრუნველყოს ტკივილის მართვა, სავარჯიშო პროგრამის შედგენა იმისთვის რომ გაუმჯობესდეს სახსრების მობილურობა.
3. ნევროლოგიური დაზიანების მქონე პაციენტებმა : ინსულტის, ზურგის ტვინის დაზიანების, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის დაავადების და სხვა მდგომარეობის დროს . რეაბილიტაციის საშუალებით უმჯობესდება მობილობა, წონასწორობა, კოორდინაცია და ფუნქციური შესაძლებლობები.
4. სპორტული ტრავმის მქონე ათლეტებმა: მყესის დაჭიმვის, იოგების რღვევის, მოტეხილობის და სხვადასხვა ტრავმის დროს . სარეაბილიტაციო პროგრამებს შეუძლიათ უზრუნველყონ სპორტსმენის სპორტულ აქტივობებში უსაფრთხო დაბრუნება, ძალაზე მოქნილობაზე, გამძლეობაზე და სპორტის სპეციფიკური უნარების აღდგენაზე ფოკუსირებით.
5. სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დაზიანებების მქონე პირებმა: მაგალითად განმეორებითი მოძრაობების შედეგად მიღებული დაზიანებები ხშირია მხატვრებში, მებაღეებში და ა.შ. დაზიანება უმეტესად დაკავშირებულია სამუშაო პროცესის თავისებურებებთან.
6. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ქრონიკულ ტკივილი: მაგალითად ზურგის ქრონიკული ტკივილი, ფიბრომიალგია, კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი და ა.შ .
7. პოსტოპერაციულ პერიოდში : ქირურგიული პროცედურების შემდეგ, როგორიცაა ორთოპედიული ოპერაცია,ხერხემლის , გულის ოპერაცია და სხვა , ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრებს შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტს ძალის, მობილურობის და ფუნქციის აღდგენაში.
სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისები
სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ სერვისების ფართო სპექტრს. სერვისები,როგორც წესი,მორგებულია თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ძირითადი სერვისები,რომლებსაც სარაბილიტაციო ცენტრები გთავაზობენ შემდეგია:
1. ყოვლისმომცველი შეფასება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის,ფუნქციური შესაძლებლობების და სარეაბილიტაციო საჭიროებების დასადგენად.
2. ფიზიკური თერაპია,რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის ვარჯიშებს
3. ოკუპაციური თერაპია აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობის გასაუმჯობესებლად და დამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის.
4. მეტყველებისა და ენის თერაპია - კომუნიკაციის დარღვევების გამოსასწორებლად.ასევე გამოიყენება იმ პაციენტებში,რომელთაც აქვთ ყლაპვის გაძნელება(დისფაგია).
5. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია.
6. დამხმარე მოწყობილობების გამოყენება
7. ტკივილის მართვა,რომლისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა თერაპიები:ულტრაბგერითი თერაპია,ელექტროთერაპია და სხვა.