ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
ხერხემალი ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია. ის შედგება 33 მალისგან და მათ შორის გამოიყოფა 5 სეგმენტი: კისრის, გულმკერდის, წელის, გავისა და კუდუსუნის. ხერხემალს ადამიანის ორგანიზმისთვის აქვს როგორც სტატიკური ისე დინამიური ფუნქცია.
სქოლიოზი - ხერხემლის გამრუდება და მკურნალობა
სქოლიოზი საზოგადოებაში ცნობილია როგორც ხერხემლის გამრუდება , თუმცა სქოლიოზის მკვლევართა ასოციაციის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად - სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის მაჩვენებელი ) 10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ. მოკლედ რომ ითქვას, სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ბავშვებში, ის პროგრესირებს მრავალი ფაქტორის გავლენით და ვითარდება ზრდის ნებისმიერ ეტაპზე.
რას არის ფიზიოთერაპია?
ფიზიკური თერაპია მედიცინის დარგია, რომლის ძირითადი მიზნები ტკივილის შემსუბუქება, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა, ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესება და ფიზიკური ფუნქციის აღდგენაა. ამ მიზნების მისაღწევად კი სხვადასხვა მეთოდი და ინტერვენციები გამოიყენება. “ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი” პაციენტებს სთავაზობს ფიზიკურ თერაპიას თანამედროვე მეთოდებით.