სახსრების ტკივილი: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
სახსრებში დისკომფორტი და ტკივილი ექიმთან მიმართვის ხშირი მიზეზია. უმეტესად გამოხატულია მტევნის, ტერფის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის სახსარში ან ხერხემლის მიდამოში. ტკივილი შეიძლება მუდმივი ან მოვლითი ხასიათის იყოს. გარდა ტკივილისა, სახსრის პრობლემებისთვის დამახასიათებელია მოძრაობის შეზღუდვა.
რა არის ხერხემლის დისკოპათია?
ხერხემლის დისკოპათიები ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ის ასოცირდება მალთაშუა დისკების გადაგვარებასთან, კონკრეტულად კი, მის დეჰიდრატაციასა და მოცულობის კლებასთან. შედეგად, მალთაშუა დისკი ვეღარ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციებს.
ძვლოვანი დაზიანებები
ძვლების ერთიანობა ადამიანის ორგანიზმისთვის მყარ ჩარჩოს - ჩონჩხს ქმნის, რომელიც იცავს შინაგან ორგანოებს და ორგანიზმის მთავარი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატია. ძვლოვანი დაზიანებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკა, გარემო ფაქტორები, კვების წესი და სხვა.







