რა არის ტენდინოპათია?
ტერმინი ტენდინოპათია - მყესის და მის ირგვლივ არსებული ქსოვილის ინტენსიურ ზეწოლასთან და დატვირთვასთან ასოცირებული მდგომარეობების კრებითი სახელია.
რა არის ჰემატომა?
ჰემატომა განისაზღვრება - როგორც სისხლის დაგროვება სისხლძარღვების გარეთ, ქსოვილებში. ჰემატომა გამოწვეულია სისხლძარღვის კედლის დაზიანებით, რის შედეგადაც სისხლი გამოიჟონება მიმდებარე ქსოვილებში.
რა არის რეაბილიტაცია?
ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია არის სამედიცინო სპეციალობა, რომელიც მოიცავს ფიზიკური და კოგნიტური ფუნქციის, აქტივობის, მონაწილეობის ხელშეწყობას, პერსონალური თუ გარემო ფაქტორების მოდიფიკაციას. რაც თავის მხრივ გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობებით მიმდინარე პათოლოგიების პრევენციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას და რეაბილიტაციურ მართვას ყველა ასაკობრივ ჯგუფში.







