მაგნიტოთერაპია, მედიცინაში ფართოდ გავრცელებული მკურნალობის მეთოდია. პროცედურის დროს, ორგანიზმზე ზემოქმედება სხვადასხვა სიხშირის,შეღწევადობის და ხანგრძლივობის მაგნიტური ველებით ხდება , რაც მრავალფეროვანი თერაპიული ეფექტის მიღების საშუალებას იძლევა. ის მოქმედებს უჯრედშიდა კომპონენტებსა და პროცესებზე, ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებზე, აპოპტოზზე, ნუკლეინის მჟავების რეპლიკაციასა
და ტრანსკრიფციაზე, ცილის სინთეზზე და უჯრედშორისი სიგნალების გადაცემაზე. მკურნალობის პროცესში, მაგნიტური ველი აუმჯობესებს მემბრანის გამტარობას და ხელს უწყობს უჯრედის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას.
მაგნიტოთერაპია ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს- აჩქარებს ძვლების შეხორცებას, ამცირებს ქსოვილების აღდგენისთვის საჭირო დროს, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით,ამცირებს შეშუპებას,აუმჯობესებს სისხლმომარაგებას. სწორედ ამიტომ თერაპია აქტიურად გამოიყენება ოპერაციის შემგდომ პერიოდში.
მაგნიტოთერაპია წარმატებით გამოიყენება არამარტო რეაბილიტაციაში არამედ, მედიცინის სხვა დარგებშიც: ტრავმატოლოგია,ორთოპედია, სტომატოლოგია, ანგიოლოგია, ორთოპედია, უროლოგია, რევმატოლოგია, იმუნოლოგია, ოტოლარინგოლოგია,ალერგოლოგია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, დერმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, სპორტული და ესთეტიკური მედიცინა.
მაგნიტოთერაპია ძირითადად გამოიყენება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა:
● ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანებები- მოტეხილობა, დისკოპათია, მაჯის გვირაბის სინდრომი, მუხლის ართროზი, ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციული პროცესები, ფიბრომიალგია, სახსრის ხრტილის დაზიანებები, ოსტეოპოროზი, ფსევდოართროზი, რევმატოიდული ართრიტ და აშ
● ჭრილობები და წყლულები- მაგ: დიაბეტური წყლულები, პოსტოპერაციული ანთება.
● ნერვული სისტემის დაავადებები- დიაბეტური პოლინეიროპათია, კრანიული და პერიფერიული ნერვების დისფუნქცია, მრავლობითი სკლეროზი, ინსულტი.
● გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები- მიოკარდიუმის ინფარქტის რეაბილიტაციის პროცესი, გულის იშემიური დაავადება და ჰიპერტენზია
● კანისა და რბილი ქსოვილების დაზიანებები, კელოიდი
● თვალის დაზიანება- ოპტიკური ატროფია, რქოვანას ინფექციები
● გასტროინტენსტინალური დისფუნქციები- დიარეა, მეტეორიზმი, ქრონიკული პანკრეატიტი
● ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები
● არის არაინვაზიური და უსაფრთხო თერაპია
● არ აღინიშნება გვერდითი მოვლენები
● პაციენტს არ აქვს დისკომფორტი პროცედურის განმავლობაში
● მაქსიმალურად ბუნებრივია და უჯრედის მემბრანაზე ბიო-ფიზიკურად მოქმედებს
● არ იწვევს დასხივებას
მაგნიტოთერაპიით მკურნალობის დაწყება აუციელბელია მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, დაავადების დიაგნოსტირებისა და ინდივიდუალური თერაპიის დანიშვნის შემდეგ.