×
ულტრაბგერითი თერაპია

ულტრაბგერა მე-19 საუკუნის დასასრულს აღმოაჩინეს და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან გამოიყენება მედიცინაში, როგორც დიაგნოსტიკის მიზნით, ასევე თერაპიული დანიშნულებით.ულტრაბგერითი თერაპია არაინვაზიური თერაპიის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც, ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით ხდება რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება და ისეთ თერაპიული ეფექტის მიღება როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება, ანთებისა და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღება, აღდგენა-რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება.    

 

ულტრაბგერის სიხშირე ,ინტენსივობა და  პროცედურის ხანგრძლივობა განისზღვრება პაციენტის ინდივიუალური საჭიროებების მიხედვით.

ულტრაბგერითი თერაპია გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:


ხერხემლის პრობლემები-ოსტეოქონდროზი,დისკოპათიები;

სახსრების ტკივილი-ართროზი,ართრიტი, ტენდინიტი-ტენდოპათია, ბურსიტი;

სპორტული ტრავმები;

ნევრალგია, ნევრიტი, ნევროპათია; 

ორთოპედიული/ტრავმატოლოგიური ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;

ნეიროქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ


ულტრაბგერითი თერაპიის რა ტიპები არსებობს?

არსებობს ულტრაბგერითი თერაპიის ორი ტიპი:

მექანიკური - ამ დროს რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება ხდება მექანიკური ვიბრაციის საშუალებით.

თერმული - ულტრაბგერის ამ ტიპის დროს თერაპიული ეფექტის მიღება ხდება თერმული ფაქტორის ზემოქმედებით რბილ ქსოვილებზე.

ულტრაბგერითი თერაპიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ასევე ფონოფორეზი, რაც გულისხმობს თერმული ეფექტის საშუალებით რბილ ქსოვილებში მედიკამენტის შეყვანას.

 

შეიცავს თუ არა რაიმე რისკებს?

ზოგადად,ულტრაბგერითი თერაპიით მკურნალობისას გართულებების რისკი ძალიან დაბალია.


ულტრაბგერითი თერაპიის გამოყენება არ შეიძლება:


იმპლანტირებული პეისმეიკერის ან გულის რიტმის მარეგულერებელი სხვა საშუალების არსებობისას

ავთვისებიანი სიმსივნეების დროს

დაზიანებულ კანზე და ღია ჭრილობების მიდამოში 

    

მაშასადამე, ულტრაბგერითი თერაპია არის არაინვაზიური, უმტკივნეულო მკურნალობა, რომელიც ტარდება ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სპეციალისტის მიერ.

ულტრაბგერითი თერაპია ბევრი ისეთი მდგომარეობის დაძლევისთვისაა რეკომენდირებული, რომელსაც საკმაოდ მწვავე ტკივილი ახასიათებს და რაც მთავარია, FDA-ის მიერ არის დამტკიცებული, როგორც უსაფრთხო და მაღალშედეგიანი პროცედურა.