×
ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

„ახალი ხედვა“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლიდერი კომპანიაა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დარგში. მუდმივად ინოვაციებსა და სიახლეებზე ორიენტირებული სამედიცინო ჯგუფის ერთ-ერთ ფართომასშტაბურ პროექტს „ახალი ხედვის“ სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა წარმოადგენდა. სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, პაციენტებისთვის კი კლინიკის კარი 2023 წლიდან უკვე ღიაა.

წლების მანძილზე სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ როგორც ჩვენი ორთოპედიული მაღაზიებიდან, ასევე კლინიკებში ჩატარებული სხვადასხვა ოპერაციიდან. მიღებულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მხოლოდ იდეალურად ჩატარებული ოპერაცია არ კმარა, თუ კი მას სწორად დაგეგმილი, შერჩეული და შესრულებული შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი არ ახლავს თან.  

დღესდღეობით, საქართველოში რეაბილიტაციის სფეროს ნაკლები ყურადღება ეთმობა, რის გამოც აღნიშნული დარგი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სტანდარტებს, შედეგად კი  საკმაოდ ჩამოვრჩებით მაღალგანვითარებული ქვეყნების მიღწევებსა და გამოცდილებას. სამწუხაროდ, მრავალი მიზეზის გამო,არის უამრავი შემთხვევა, როდესაც პაციენტებს აღნიშნული მომსახურების მიღება ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწევთ.

სწორედ ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა. ვინაიდან, ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სამედიცინო სერვისები. ყოველდღიურად ჩვენს მაღაზიებსა თუ კლინიკებში უამრავი პაციენტის მომსახურება გვიწევს, იმ პაციენტების, რომლებიც სპეციალურ დახმარებას საჭიროებენ, რათა იცხოვრონ სრულფასოვნად და თავისუფლად გადაადგილდნენ. ამისთვის კი აუცილებელია, რომ პაციენტებმა მიიღონ მაღალხარისხიანი და სრულფასოვანი მომსახურება როგორც პოსტტრავმულ, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. 

თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შედგენილი მკურნალობის გეგმა არის საუკეთესო შედეგის წინაპირობა. „ახალი ხედვის“ სარეაბილიტაციო ცენტრის უპირატესობა არის მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებისა და უახლესი აპარატურის კომბინაცია. სწორედ პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი განაპირობებს უმაღლეს ხარისხსა და სარეაბილიტაციო ცენტრის სანდოობას. 

კლინიკაში დაგხვდებათ სასიამოვნო და კომფორტული გარემო, ასევე ჩვენი საუკეთესო გუნდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე. 

ჩვენი უმთავრესი მიზანი ნებისმიერი სირთულის პოსტოპერაციული, პოსტტრავმული პაციენტებისთვის სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევაა უახლესი აპარატურითა და თანამედროვე მიდგომებით. 

ჩვენი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერება ავამაღლოთ აღნიშნული დარგის რეალური მნიშვნელობის შესახებ, როგორც ეს ხდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, რადგან ადამიანის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის რეაბილიტაციის სფეროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 

მიზანი

ჩვენი პროქტის მთავარი მისიაა, რომ ქართულ ბაზარზე დავნერგოთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე და ინოვაციაზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო სერვისები, უზრუნველვყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემოს შექმნა და რეაბილიტაციის ეტაპი ხელმისაწვდომი გავხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. 


მისია

ჩვენი გუნდის მთავრი ამოცანა საქართველოში რეაბილიტაციის სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა, რათა, საბოლოოდ, პაციენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ნაკლები ძალისხმევით მიიღონ თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

ხედვა