×

ართროზს,რომელიც ვითარდება მუხლის სახსრის მიდამოში- გონართროზი ეწოდება. გონართროზი,მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა,რომელიც ხასიათდება  მუხლის სახსარში ხტილის განლევით. ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში,თუმცა  შეიძლევა განვითარდეს ახალგაზრდებშიც განსაკუთრებით ტრავმის ან გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში. 



მუხლის ართორიზს სიმპტომები

ტკივილი: მუდმივი ხასიათის ტკივილი მუხლის სახსარში,რომელიც ძლიერდება დატვირთვის დროს და მცირდება დასვენებისას. 

მოძრაობის შეზღუდვა : მცირდება მუხლის სახსრის მოძრაობის დიაპაზონი, განსაკუთრებით სახსრის ხანგრძლივი დასვენების შემდეგ. 

შეშუპება: ანთებითი პროცესი გონართროზის დროს,იწვევს სახსრის შეშუპებას და მგძრნობელობის გაზრდას. 

კრეპიტაცია: ხშირია ხრაშუნის შეგრძნება  და ხმა მუხლის მოძრაობისას. 

სისუსტე: მცირდება ძალა მუხლის არეში,რაც ართულებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას. 

დეფორმაცია: შორსწასულ შემთხვევებში თვალსაჩინოა სახსრის ფორმის ცვლილებები.

მუხლის ართროზის გამომწვევი მიზეზები 

ასაკი : დროთა განმავლობაში ხრტილის ბუნებრივი ცვეთა,გონართროზის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. 

ტრავმა: დაზიანებები,როგორიცაა მოტეხილობა,მყესების დაჭიმვა ან მათი მთლიანობის რღვევა,ხშირად მუხლის ართორიზის გამომწვევია. 

სიმსუქნე: სხეულის ჭარბი წონა ზრდის სტრესს მუხლის სახსრებზე,აჩქარებს ხრტილების ცვეთასა და დაშლას. 

გენეტიკა: გონართროზის ოჯახურმა ისტორიამ შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გამოვლენას. 

სახსრის არასწორიი დატვირთვა: სახსრის განმეორებითი სტრესი ხელს უწყობს ართროზის განვითარებას. 

სხვა მდგომარეობები: დაავადებები,როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი,მეტაბოლური სინდრომი და სხვა,ხშირად იწვევს მეორადი გონართროზის ჩამოყალიბებას. 

დაავადების დიაგნოსტიკა ხდება სამედიცინო ისტორიითა და ფიზიკური გამოკვლევით.ვიზუალიზაციის მეთოდების  მეშვეობით, მაგალითად როგორიცაა რენტგენოლოგიური გამოკვლევა,დგინდება სახსარში სივრცის შევიწროება და ართროზთან დაკავშირებული სხვა ცვლილებები. ლაბორატორიული ტესტების მეშვეობით კი,გამოირიცხება სხვა დაავადებები,მაგალითად რევმატოიდული ართრიტი. 

მუხლის ართროზის მკურნალობა 

1. ცხოვრების წესის ცვლილება: ჯანსაღი წონის შენარჩუნება,მუდმივი ვარჯიში და დამხმარე მოწყობილობების გამოყენება ამცირებს ტკივილსა და სტრესს მუხლის სახსარზე. 

2. მედიკამენტები: როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, კორტიკოსტეროიდებისა და ჰიალურონის მჟავის ინექციები,ამცირებს ანთებასა და ტკივილს. 

3. ფიზიკური თერაპია: ინდივიდუალურად შედგენილი სავარჯიშო პროგრამა  აძლიერებს მუხლის სახსრის მოძრაობაში მონაწილე კუნთებს და აუმჯობესებს მოქნილობას. 

4. ქირურგიული მკურნალობა: გამოიყენება ისეთი ტექნიკები,როგორიცაა ართროსკოპია,ოსტეოტომია და სახსრის ჩანაცვლება. 

მუხლის ართროზი მდგომარეობაა,რომელსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს  ცხოვრების ხარისხზე. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ყოვლისმომცველი მკურნალობის გეგმა,მათ შორის ცხოვრების წესის ცვლილება, მედიკამენტები,ფიზიკური თერაპია და საჭიროებისამებრ ქირურგიული ჩარევა,დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში და მუხლის ფუნქციის გაუმჯობესებაში. პროფილაქტიკური ზომების მიღება კი, მნიშვნელოვანია ართროზის განვითარების რისკის შესამცირებლად.