ინოვაციური მიდგომები თერაპიასა და რეაბილიტაციის პროცესში
ბოლო წლებში დიდი ნაბიჯები გადაიდგა რეაბილიტაციის დარგში, საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე ინოვაციურ მიდგომას, რომელიც იყენებს ახალ ტექნოლოგიებს, კვლევებსა და კრეატიულ მეთოდოლოგიას. ეს მიდგომები მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტურობისა და მათში ჩართულობის გაზრდას. რამდენიმე მათგანია:
სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია
სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია დარგია,რომელიც ფოკუსირებულია სპორტთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული დაზიანებების პრევენციასა და მკურნალობაზე.იგი მოიცავს მულტიდისციპლინურ მიდგომას,პროცესში ჩართული შეიძლება იყოს ექიმი,ორთოპედიული ქირურგი,ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები, მწვრთნელი და სხვა.
რას გულისხმობს პოსტოპერაციული რეაბილიტაცია?
პოსტოპერაციული რეაბილიტაცია გულისხმობს ფიზიკური ფუნქციებისა და მობილობას აღდგენას იმ პაციენტებთან რომელთაც ჩაუტარდათ ქირურგიული მკურნალობა.