“ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრი სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება ინდივიდის კეთილდღეობას როგორც პოსტტრავმულ, ასევე პოსტოპერაციულ პეროდში. ცენტრში წარმოდგენილია მულტიდისციპლინური გუნდი, რაც მოიცავს ფიზიოთერაპევტებს, ოკუპაციურ თერაპევტებს, მეტყველების თერაპევტებს, ექთნებს და დამხმარე პერსონალს, რომლებიც ერთად მუშაობენ თითოეული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
რეაბილიტაციის ცენტრში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფიზიკური რეაბილიტაციის შედეგებს. ცენტრი გთავაზობთ ინოვაციურ მიდგომებს აღდგენის პროცესის სწორად წარმართვისა და გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად.
რეაბილიტაცია თანამედროვე მეთოდებით გულისხმობს მოწინავე ტექნიკის,ტექნოლოგიებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გამოყენებას. მიზნად ისახავს პაციენტების საერთო კეთილდღეობისა და ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას მათი ჯანმრთელობის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით. თანამედროვე მეთოდებით რეაბილიტაციის ძირითადი ასპექტებია : მულტიდისციპლინური მიდგომა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა, პერსონალიზებული სამკურნალო გეგმა, რეაბილიტაციის პროცესში დამხმარე ტექნოლოგიების ჩართულობა, კოგნიტური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სოციუმის განათლება დაზიანებების საპრევენციოდ, რეაბილიტაციის შემდგომ პერიოდში გრძელვადიანი მხარდაჭერა.
სწორედ ამგვარი მიდგომებით გამოირჩევა “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელშიც ბევრად მარტივად წარიმართება თქვენი რეაბილიტაციის პროცესი.