მუხლის სახსრის სხვადასხვა პრობლემა შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ ასაკში,ამ დროს კი მუხლის რეაბილიტაცია სწრაფი აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.
ძირითადი მდგომარეობები,რაც შეიძლება შეგვხვდეს მუხლის სახსარში :
● იოგების დაზიანება
● მენისკის დაზიანება
● მოტეხილობა
● დისლოკაცია
● ართრიტი
● ბურსიტი
● ტენდინიტი
● პატელოფემორალური სახსრის დაზიანება და ა.შ
მუხლის სახსრის დაზიანების სიმპტომები :
● ტკივილი:მერყეობს მსუბუქიდან,მძიმემდე. უარესდება სახსრის მოძრაობისას.
● შეშუპება:შეიძლება გამოწვეული იყოს ანთებით ან სახსარში სითხის დაგროვებით.
● კონტრაქტურა ან მოძრაობის შეზღუდვა
● სახსრის არასტაბილურობა
● დაზიანების არეში სიწითლე და ადგილობრივი ტემპერატურის მომატება.
მუხლის პრობლემების დიაგნოსტიკა მოიცავს ფიზიკური გამოკვლევების,სამედიცინო ისტორიის და ვიზუალიზაციის ტესტების(როგორიცაა რენტგენი,MRI ან კომპიუტერული ტომოგრაფია) კომბინაციას. მკურნალობის გზები კი განსხვავდება პრობლემის სიმძიმისა და მიზეზის მიხედვით.
მუხლის სახსრის რეაბილიტაციის მეთოდები
რეაბილიტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამოჯანმრთელების პროცესში,მისი მიზანია მუხლის სახსრის ფუნქციის,სიძლიერისა და მოქნილობის აღდგენა. მუხლის სახსრის პრობლემების დროს რეაბილიტაციისას გასათვალისწინებელი ფაქტორები :
● ინიციალური ფაზის დროს შეამცირეთ აქტივობები,რომლებიც იწვევს ტკივილს ან შეშუპებას. დაიდევით ყინულის პაკეტები 15-20 წთ ის განმავლობაში, 2-3 საათის ინტერვალით. გამოიყენეთ კომპრესიული სახვევი.
● შეასრულეთ მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები
● შეასრულეთ ძალისმიერი ვარჯიშები
● შეასრულეთ გაჭიმვები და სავარჯიშოები ბალანსისა და პროპრიოცეფციისათვის.
● ჩაიტარეთ ისეთი თერაპიები,როგორიცაა: ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია, ულტრაფონოფორეზი, PRP თერაპია და სხვა.
მუხლის სახსრის პრობლემებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე,თუმცა სათანადო დიაგნოსტიკის,მკურნალობის და რეაბილიტაციის შემთხვევაში, დაკარგული ფუნქციები სწრაფად აღდგება.