სამკურნალო მასაჟს ბავშვებისათვისდადებითი ზეგავლენა აქვს ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მასაჟის ტექნიკა,მორგებულია ბავშვების სპეციფიკურ საჭიროებებზე და განვითარების ეტაპებზე - ჩვილობიდან მოზარდობამდე.
ბავშვთა სამკურნალო მასაჟების ბენეფიტები
1. ფიზიკური ბენეფიტები
● ხსნის კუნთების დაჭიმულობას და დისკომფორტს
● აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
● ზრდის მოქნილობასა და მოძრაობის დიაპაზონს
● ეხმარება ბავშვის ზრდასა და განვითარებას
● ხსნის ჩვილების კოლიკას
2. ემოციური და ფსიქოლოგიური ბენეფიტები
● ამცირებს სტრესს და შფოთვას
● აუმჯობესებს ძილს
● აუმჯობესებს განწყობას
3. განვითარების ბენეფიტები
● აუმჯობესებს სენსორულ და მოტორულ უნარებს
● ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას რელაქსაციის გაზრდისა და სტრესის შემცირების გზით.
რა ტიპის სამკურნალო მასაჟები არსებობს ბავშვებისთვის?
1. ჩვილების მასაჟი
● სრულდება ნაზი,რიტმული დარტყმებით თითებით და ხელისგულებით.
● ტექნიკა მოიცავს შვედურ მასაჟს, რეფლექსოლოგიას და ინდურ მასაჟს.
2. სკოლამდელი ასაკის ბავშვების მასაჟი
● სრულდება ნაზი დარტყმებითა და ზელვით, წრიული მოძრაობებით.
3. სკოლის ასაკის ბავშვების მასაჟი
● გამოიყენება ისეთი ტექნიკები,როგორიცაა ეფლეურაჟი და პეტრისაჟი.
● მასაჟები ხსნის კუნთების დაძაბულობას,მზარდ ტკივილებს და გამოიყენება სპორტული ტრავმების რეაბილიტაციისათვის.
4. მოზარდები
● მსგავსია ზრდასრულთა მასაჟის ტექნიკის,თუმცა მორგებულია ზრდისა და განვითარების ცვლილებებზე.
● ამცირებს სტრესს,შფოთვას და გამოიყენება სპორტული ტრავმების რეაბილიტაციისათვის.
როდის და რარომ არის საჭირო ბავშვთა სამკურნალო მასაჟი?
1. ზოგადი რელაქსაციისათვის და კეთილდღეობისათვის - აუცილებელია რეგულარული სესიები,კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
2. სპეციფიკური მდგომარეობებებისას - როგორიცაა, კოლიტი,საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი.
3. ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის - სტრესის,შფოთვის ან ემოციური გაუწონასწორებლობის დროს,განსაკუთრებით კი გარდატეხის ასაკში,რეგულარული მასაჟის სესიები სასარგებლოა ბავშებისათვის.