ხერხემლის პრობლემები, რომლების შესაძლოა იყოს გამოწვეული დეგენერაციული დაავადებით, ტრავმით და აშ. მოითხოვს შესაბამის მკურნალობისა და რეაბილიტაციას. მდგომარეობის ეფექტური მართვა მოიცავს ტკივილის შემსუბუქებას მედიკამენტების და ფიზიკური თერაპიის საშუალებით, პოზის კორექციასა და მიზანმიმართულ ვარჯიშებს ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. რთული შემთხვევები დროს შესაძლოა საჭირო იყოს ქირურგიულ მკურნალობა, რის შემდეგაც აუცილებელია პოსტოპერაციული რეაბილიტაცია. მულტიდისციპლინური მიდგომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტკივილის შემცირებას, არამედ მდგომარეობის გრძელვადიან გაუმჯობესებას, რაც ეხმარება პაციენტებს ცხოვრების ხარისხის აღდგენაში.

ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
ხერხემლის დაზიანებები ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებზე. ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა თიაქარი, სქოლიოზი, სპინალური სტენოზი, წელის ქრონიკული ტკივილი, შესაძლოა გამოწვეული იყოს არასწორი ჩვევების, დაბერების , ტრავმის და სხვა მიზეზით. გართულების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა , რეაბილიტაცია და ცხოვრების წესის კორექტირება.
ხერხემლის ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
● თიაქარი
● სქოლიოზი
● ოსტეოართრიტი
● სპინალური სტენოზი
● სპონდილოლისთეზი
● ოსტეოქონდროზი და ა.შ
1. მალთაშუა დისკის თიაქარი : დისკის მისი ადგილმდებარეობიდან ნაწილობრივ ან სრულ გამოვარდნას თიაქარი ეწოდება. შეიძლება განვითარდეს ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტში, თუმცა უფრო ხშირია კისრისა და წელის არეში. ძირითადი სიმპტომებია ტკივილი,დაბუჟება,სისუსტე კიდურებში. სიმპტომთა სიმძიმე დამოკიდებულია თიაქრის ზომაა და ადგილმდებარეობაზე.
2. სპინალური სტენოზი : ეს მდგომარეობა წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროებას, რა დროსაც შესაძლოა განვითარდეს ზეწოლა ზურგის ტვინსა და ნერვულ ფესვებზე . სიმპტომებია ძლიერი ტკივილი, დაბუჟება და სისუსტე, განსაკუთერებით ფეხებისა და წელის არეში.
3. სქოლიოზი : ხერხემლის ლატერალური დევიაცია 10 გრადუსი და მეტი როტაციით. უმეტესად ვლინდება მოზარდობის პერიოდში. დამახასიათებელია მხრების და/ან თეძოების ასიმეტრია, ხერხემლის ტკივილი და სხვა .
4. ოსტეოართრიტი : სახსრების დეგენერაციული დაავადებაა,რომელიც ვითარდება მალთაშუა სახსრებში. ძირითადი სიმპტომებია ტკივილი და მოძრაობის შემცირება .
5. ოსტეოქონდროზი: ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რაც იწვევს მალთაშუა დისკების ფორმის ცვლილებას, მალთაშუა სახსრების დეფორმაციას, კალციფიკატების წარმოქმნასა და მალთაშუა სივრცის შევიწროებას. ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომი ტკივილია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე გადაცემითი.
სამკურნალო პროცედურები
ხერხემლის მკურნალობა მოიცავს თერაპიათა კომბინაციას, რომელთა მიზანი არის - ტკივილის შემსუბუქება, მობილობის აღდგენა და კუნთების გაძლიერება. ზოგიერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პროცედურა მოიცავს:
● ფიზიკური თერაპია (PT): სტრუქტურირებული სავარჯიშო პროგრამა მოქნილობის, ძალის და გამძლეობის გასაუმჯობესებლად.
● ელექტროთერაპია: მეთოდები, როგორიცაა TENS ( ნერვის კანქვეშა ელექტრო სტიმულაცია) და ულტრაბგერითი თერაპია ამცირებს ტკივილსა და ანთებას.
● ჰიდროთერაპია: აუზში შესრულებული ვარჯიშები, რომლებიც ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე და აუმჯობესებს მოძრაობას.
● გამაძლიერებელი ვარჯიშები: ზურგის კუნთების გაძლიერება შემდგომი დაზიანებების რისკის შესამცირებლად.
● ხერხემლის დეკომპრესიული თერაპია: მალებზე ზეწოლის შესამცირებლად გამოყენებული არაქირურგიული ტექნიკაა.
● დამხმარე მოწყობილობების გამოყენება
ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ შემუშავებული პერსონალიზებული სარეაბილიტაციო გეგმა უზრუნველყოფს სწრაფ აღდეგნასა და ცხოვრების პირვანდელი წესის დაბრუნებას.