მუხლის ტკივილი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.ის შესაძლოა ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანს აწუხებდეს და მუხლის რეაბილიტაციის წინაპირობად იქცეს.ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით,მათ შორის სახსრის დაზიანებებით, გადაჭარბებული დატვირთვით, ქრონიკული დაავადებით და სხვა.მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზის გაგებასა და მკურნალობაში რეაბილიტაციის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს მუხლის ტკივილი?
მუხლის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით,დაწყებული მწვავე დაზიანებიდან-ქრონიკულ მდგომარეობებამდე. მუხლის ტკივილის გავრცელებული მიზეზებია:
1. მუხლის სახსრის მყესებისა და იოგების დაჭიმულობა, მათი მთლიანობის რღვევა და ა.შ ძირითადი სიმპტომებია დაზიანების არეში ტკივილი და შეშუპება.
2. მენისკის მთლიანობის შეცვლა- სიმპტომებია:სახსარში ტკაცუნის შეგრძნება, შეშუპება,ტკივილი,სახსრის გაშლის შეზღუდვა.
3. გონართროზი, ართროზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა,რაც გამოწვეულია სახსარშიდა ხრტილის დეგენერაციით.დამახასიათებელია მუხლის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი.
4. რევმატოიდული ართრიტი დაავადება,რომელიც სახსრების ანთებითა და დეფორმაციით ხასიათდება.ის ხშირად აზიანებს მუხლის სახსარს.
5. სახსრის ხშირი განმეორებითი სტრესი, მაგალითად : სირბილი, ხტუნვა და ა.შ იწვევს მუხლის სახსრის ტკივილს .
6. ტენდინიტი მყესის ანთებითი დაავადებაა.დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანში, სადაც ძვალ-კუნთოვანი კავშირებია, თუმცა ყველაზე გავრცელებული ადგილებია:ცერა თითის მიდამო, იდაყვი, მხარი, ბარძაყი, მუხლი, აქილევსის მყესი.
7. ბუსიტი - სასახსრე ჩანთის (აბგის) მწვავე ან ქრონიკული ანთებაა.
8. ინფექციები
9. ჭარბი წონა
10. ტრავმა
მუხლის ტკივილის რეაბილიტაცია და მკურნალობა
მუხლის ტკივილის რეაბილიტაცია და მკურნალობა მოიცავს სხვადასხვა თერაპიის კომბინაციას,რომლებიც მორგებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მუხლის ტკივილის მკურნალობის ზოგადი სტრატეგიებია:
1. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასება.
2. საწყის ეტაპზე,მნიშვნელოვანია დაზიანებულ მიდამოზე დატვირთვის შემცირება და დასვენება.
3. ტკივილის და ანთების შესამცირებლად გამოიყენება სხვადასხვა ანთების საწიინაღმდეგო მედიკამენტი და ასევე თერაპიები,როგორიცაა: ულტრაბგერითი თერაპია,ელექტროთერაპია,ლაზეროთერაპია,ულტრაფონოფორეზი,დარტყმით-ტალღოვანი თერაპია
4. RICE თერაპია:
ისეთი მცირე დაზიანებების მართვა, როგორიცაა კუნთის მსუბუქი დაჭიმულობა, ხშირად შესაძლებელია RICE თერაპიით
RICE თერაპია მოიცავს:
R- rest- დასვენება- მოერიდეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა.
I- ice- ყინული - დაიდეთ ყინულის აპლიკაცია დაზიანებულ ადგილზე ყოველ 2-3 საათში 15-20 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ყინული უშუალოდ კანს არ უნდა ეხებოდეს , სასურველია ის გახვეული იყოს მსუბუქ რბილ ქსოვილში, რათა არ გამოიწვიოს კანის დაზიანება.
C- compression- კომპრესია- გამოიყენეთ ელასტიური სახვევი შეშუპების შესამცირებლად.
E- elevation- ამაღლება- შეძლებისდაგვარად, დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ პოზიციაში.
5. ფიზიკური თერაპია-გამოიყენება სხვადასხვა ვარჯიშები კუნთის ძალის, მოქნილობისა და მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობესებლად.
როგორ ავირიდოთ თავიდან მუხლის ტრავმა
მუხლის ტრავმის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება და დაცვა:
1. ჯანსაღი წონის შენარჩუნება შეამცირებს მუხლის სახსარზე სტრესს.
2. სწორი ფიზიკური აქტივობა მუხლის სახსრის კუნთების გასაძლიერებლად და სახსრის სტაბილურობის გასაუმჯობესებლად.
3. “გახურება” ვარჯიშის დაწყებამდე.
4. სათანადო ფეხსაცმლის შერჩევა
5. სახსრის არასწორი და არადოზირებული დატვირთვის არიდება
6. სხეულის ჰიდრატაცია