×
სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი

სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი რეაბილიტაციის ინტერვენციებია, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ. სამკურნალო შეიძლება იყოს წინასწარ დაგეგმილი  ვარჯიშების კომპლექსი, რომლის მიზანია შეზღუდული ან დაკარგული ფიზიკური ფუნქციის აღდგენა/შენარჩუნება. 

სამკურნალო მასაჟი ადამიანის სხეულის ნაწილებზე თანაბარზომიერი მექანიკური ზემოქმედებაა,  რომელიც ხორციელდება  მასაჟისტის ხელის ან სპეციალური მოწყობილების/ აპარატის მეშვეობით.

რა ეფექტი შეიძლება ქონდეს სამკურნალო მასაჟს ?

  • სისხლის მიმოქცევის ადგილობრივი გაუმჯობესება 
  • კუნთის სპაზმის შემცირება 
  • რელაქსაცია  და ა.შ 

სამკურნალო ვარჯიშში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ძირითადი ტიპი  :

  • მოძრაობის ამპლიტუდის გამზრდელი (აქტიური და პასიური ვარჯიში)
  • ზარდი რეზისტენტული ვარჯიში
  • ვარჯიშები ბალანსზე და კოორდინაციაზე
  • ვარჯიშები ძალასა და გამძლეობაზე

არსებობს სპორტსპეციფიკური ფუნქციის აღმდგენი ვარჯიშები, რომელიც სპორტსმენების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენება  და მიმართულია სპორტში დროული დაბრუნებისკენ.

სამკურნალო ვარჯიშები ეფექტურია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:

  • სქოლიოზი, კიფოზი
  • თიაქარი
  • პოსტოპერაციული და პოსტტრავმული  მდგომარეობა 
  • მეტაბოლური სინდრომი და ინსულინრეზისტენტობა
  • ინსულტის შემდგომი მდგომარეობა 
  • სახსრის კონტრაქტურა
  • კუნთის ჰიპოტროფია  და ა.შ

რა ფიზიოლოგიური ეფექტი  აქვს რეგულარულ ვარჯიშს?

  • ზრდის კუნთის ძალასა და  გამძლეობას
  • პაციენტს ეხმარებას ქრონიკული ტკივილის მართვაში
  • ამცირებს დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის განვითრების რისკს 
  • მონაწილეობს სტერსისა  და შფოთვის  მართვაში
  • ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას 
  • აუმჯობესებს ბალანსს და კოორდინაციას ,შესაბამისად მცირდება დაცემის რისკი

აღნიშნული  მიზნების მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ვარჯიშების კომბინაცია .