სქოლიოზი საზოგადოებაში ცნობილია როგორც ხერხემლის გამრუდება , თუმცა სქოლიოზის მკვლევართა ასოციაციის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად - სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის მაჩვენებელი ) 10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ. მოკლედ რომ ითქვას, სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ბავშვებში, ის პროგრესირებს მრავალი ფაქტორის გავლენით და ვითარდება ზრდის ნებისმიერ ეტაპზე.
სქოლიოზის სიმპტომები - გამოვლინება
სქოლიოზის კლინიკური გამოვლინება შესაძლოა განხვავდებოდეს მისი ტიპის და ხარისხის მიხედვით, თუმცა არსებობს მეტნაკლებად საერთო სიმპტომები , ესენია:
• მხრების ასიმეტრია
• მენჯის ასიმეტრია
• ხერხემლის დეფორმაცია
• მალთა როტაცია
გართულებული მდომარეობისას შესაძლოა აღინიშნებოდეს :
• ზურგის ტკივილი : სქოლიოზის შორს წასული ფორმების დროს პაციენტებს ხშრად აღენიშნებათ ზურგის ტკივილი, განსაკუთრებით გამრუდების არეში. ტკივილი შეიძლება გაამწვავოს გარკვეულმა აქტივობებმა, ჯდომის ან დგომის ხანგრძლივმა პერიოდებმა .
• სუნთქვის გაძნელება: მძიმე ხარისხის სქოლიოზის დროს შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის გაძნელება. ხერხემლის გამრუდება ხშირად იწვევს ფილტვების ტევადობის შემცირებას, ამის შედეგად კი პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ქოშინი, დაღლილობა და ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის შემცირება.
• მობილობის შეზღუდვა: მცირდება ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი და მოქნილობა
• ნერვის კომპრესია: ზოგ შემთხვევაში, ხერხემლის გამრუდებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვზე ზეწოლა და განვითარდეს იქნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: დაბუჟება, ჩხვლეტა, სისუსტე კიდურებში და სხვა.
სქოლიოზის გამომწვევი მიზეზები
სქოლიოზის შემთხვევათა დაახლოებით 80% იდიოპათიურია, რაც იმას ნიშნავს რომ ვერ დგინდება მისი გამომწვევი მიზეზი. აქტიურად მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ ფაქტორს სქოლიოზის გავითარებაში.
სქოლიოზის მკურნალობა
არსებობს სქოლიოზის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურუგიული მეთოდები.
კონსერვატიული მკურნალობის ოქროს სტანდარტი არის შროტის მეთოდი. შროტის მეთოდი აერთიანეს სპეციფიკურ სავარჯიშო პროგრამას და დამხმარე საშუალებების გამოყენებას . შროტის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის სქოლიოზის დროს . რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, ის საჭიროა შორს წასულ ან არანამკურნალებ შემთხვევებში.