×
შროტის მეთოდით ვარჯიშები

შროტის მეთოდი არის სქოლიოზის თერაპიული მკურნალობის  ოქროს სტანდარტი, რომელიც 1921 წელს  გერმანელმა ექიმმა  კატარინა შროტმა შეიმუშავა. შროტის მეთოდი  არის  მკურნალობის არაინვაზიური ტექნიკა, რომელსაც შეუძლია სქოლიოზის გაუარესების თავიდან აცილება და/ან მისი გამოსწორება. ამ ტექნიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის,  რომ შროტის მეთოდი ძალიან ინდივიდუალური და უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის, რადგან სქოლიოზის ორი იდენტური შემთხვევა არ არსებობს.

რის სამკურნალოდ გამოიყენება შროტის მეთოდის ვარჯიშები?

შროტის მეთოდის ვარჯიშები გამოიყენება ყველა ტიპის სქოლიოზის სამკურნალოდ. ამ  მეთოდის ვარჯიშების გამოყენება  ასევე  შესაძლებელია პრეოპერაციულ პერიოდში, როდესაც მძიმე ხარისხის სქოლოზის მქონე პაციენტი ემზადება საოპერაციოდ. 

რა ეფექტები აქვს შროტის მეთოდის ვარჯიშებს ?

შროტის მეთოდის ვარჯიშების ეფექტურობა დასტურდება არაერთი კვლევით. კვლევების თანახმად მეთოდის ეფექტებია: 

სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესება 

ტკივილის შემცირება  მძიმე ხარიხსის სქოლიოზის არსებობისას

ვარჯიშში ჩართულია ხერხემლის სამივე სიბრტყე

სქოლიოზის ხარისხის დამძიმების რისკის შემცირება

პაციენტის ცხოვრების ხარისხს გაუმჯობესება 

დამატებით რა  უნდა ვიცოდეთ შროტის მეთოდის ვარჯიშებზე ?

მკურნალობა არ მოიცაცს მხოლოდ ერთ კურს ,  მძიმე ხარისხის სქოლიოზის არსებობის შემთხვევაში შროტის მეთოდის ვრაჯიშები გამოიყენება კორსეტთან ერთად.  მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ვარჯიშები შეასრულოს სახლშიც. შროტის მეთოდის ვარჯიშები განკუთვნილია სქოლიოზის სამკურნალოდ, რაც გულისხმობს ხერხემლის დეფორმაციას 10 გრადუსი და მეტი. მეთოდი არ არის განკუთვნილი ტანდეგობის დარღვევის სამკურნალოდ.