×

სქოლიოზი საზოგადოებაში ცნობილია როგორც ხერხემლის გამრუდება , თუმცა სქოლიოზის მკვლევართა ასოციაციის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად - სქოლიოზი არის  ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის  მაჩვენებელი )  10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ.  მოკლედ  რომ ითქვას, სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ  ბავშვებში, ის პროგრესირებს მრავალი ფაქტორის გავლენით და  ვითარდება ზრდის ნებისმიერ ეტაპზე. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს სქოლიოზი?

სქოლიოზის შემთხვევათა დაახლოებით 80% იდიოპათიურია, რაც იმას ნიშნავს რომ ვერ დგინდება მისი გამომწვევი მიზეზი.    თუმცა იდიოპათიურთან ერთად არსებობს  რამდენიმე სახის სქოლიოზი.

ინფანტილური  (0-დან 3 წლამდე )

კონგენიტალური - გამოწვევულია  ხერხემლის მალების დეფორმაციით და სეგმენტაციის დარღვევით, ამ ტიპის სქოლიოზი  ვლინდება დაბადებისთანავე.

იუვენილური ( 4 დან 10 წლამდე ) 

 ნერვკუნთოვანი.

ხერხემლის გამრუდების გამოვლინება 

ხერხემლის გამრუდების გამოვლინება განსხვავდება მისი ხარისხის და პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლით.   შესაძლოა არსებობდეს შემდეგი სიმპტომები :

მხრების ასიმეტრია 

მენჯის ასიმეტრია

ხერხემლის დეფორმაცია 

მალთა როტაცია

ხერხემლის გამრუდების მკურნალობა

არსებობს სქოლიოზის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურუგიული მეთოდები.

კონსერვატიული მკურნალობის ოქროს სტანდარტი არის რეაბილიტაცია შროტის მეთოდირომელიც 1921 წელს  გერმანელმა ექიმმა  კატარინა შროტმა შეიმუშავა.  შროტის მეთოდი აერთიანეს სპეციფიკურ სავარჯიშო პროგრამას და დამხმარე საშუალებების გამოყენებას . შროტის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია  ყველა ტიპის სქოლიოზის დროს .  რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, ის საჭიროა შორს წასულ ან არანამკურნალებ შემთხვევებში.