×

თიაქარი სამედიცინო მდგომარეობაა, რომელისთვისაც დამახასიათებელია ორგანოს ან ქსოვილის პროტრუზია მიმდებარე კუნთში ან შემაერთებელ ქსოვილში. ის შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის სხვადასხვა უბანში, ყველაზე ხშირად გავლენას ახდენს ხერხემალსა და მუცლის კედელზე.  მდგომარეობა იწვევს ტკივილს,დისკომფორტს და ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზულ გართულებებს. დაავადების სიმპტომების, მკურნალობის ვარიანტებისა და პრეცენციის გზების გაგება გადამწყვეტია ამ მდგომარეობის ეფექტური მართვისათვის. 


თიაქრის სიმპტომები

თიაქარი ხშირად მარტივად შესამჩნევი სიმპტომოკომპლექსით ვლინდება , თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის მიმდინარეობა შეიძლება ასიმპტომურიც იყოს. ძირითადი მახასიათებელი ნიშნებია:

ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც შეიძლება გაუარესდეს მოძრაობისას.

გადაცემითი ტკივილი. მაგალითად ხერხემლის თიაქრის დროს დამახასიათებელია ტკივილის ირადიაცია მკლავში, ფეხებსა ან დუნდულებზე(ცნობილი როგორც რადიკულოპათია)

დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება დაზიანებულ ადგილებში

კუნთების დასუსტება, რაც გამოიწვევს საგნების აწევის,დაჭერის ან რუტინული დავალებების შესრულების სირთულეს.

სიმტციკე,შემცირებული მოქნილობა და შეზღუდული მობილურობა, რაც ართულებს მოხრას,დგომას ან სიარულს.

გართულებულ შემთხვევებში დამახასიათებელია შარდვის ან დეფეკაციის კონტროლის დაკარგვა.

თიაქრის მკურნალობა

მკურნალობის გზა დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე და თიაქრის მდებარეობაზე. ძირითადი სამკურნალო მიდგომებია:

1. კონსერვატიული მკურნალობა - საშუალო და მსუბუქი სიმძიმის შემთხვევების დროს ხშირად რეკომენდირებულია არაქირურგიული მეთოდები.

დასვენება და აქტივობების მოდიფიკაცია - მოერიდეთ დაძაბულ აქტივობებს.

ფიზიკური თერაპია - მიზანმიმართული ვარჯიშები ამცირებს დისკომფორტს

ტკივილის მართვა - არასტეროიდული ანთების საწინააღდმეგო საშუალებების გამოყენება ან ულტრაბგერითი თერაპია ტკივილის მართვის კარგი საშუალებებია

სიცხისა და სიცივის თერაპია

2. მინიმალურად ინვაზიური პროცედურები - თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, განიხილება შემდეგი ვარიანტები:

სტეროიდების ეპიდურული ინექციები - აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ხერხემლის დეკომპრესიული თერაპია - არაქირურგიული ტრაქციული თერაპია მალაზე წნევის შესამსუბუქებლად

3. ქირურგიული მკურნალობა - როგორც წესი განკუთვნილია მძიმე შემთხვევებისათვის, რომლის დროსაც სიმპტომთა უწყვეტი მიმდინარეობაა.

მიკროდისკექტომია

ლამინექტომია

რა უნდა გავითვალისწინოთ თიაქრის მკურნალობისას?

სიმპტომების სიმძიმე: მუდმივი ტკივილი, კუნთების სისუსტე ან ნერვის კომპრესია მოითხოვს ინტენსიურ მკურნალობას.

გართულებების რისკი : დაგვიანებული მკურნალობა იწვევს მდგომარეობის დამძმებას და ნერვული ქსოვილის ფუნქციონირების დაქვეითებას.

მკურნალობის კურსის შემდეგ აუცილებელია ფიზიკური თერაპია და პირვანდელი აქტივობების თანდათანობითი დაბრუნება

მკურნალობის პროცესში აუცილებელია აქტივობების მოდიფიკაცია, ნაკლები დატვირთვა და სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება.

რეკომენდირებულია თამბაქოს მოწევის შეწყვეტა

როგორც ავიცილოთ თავიდან თიაქარი?

 მიუხედავად იმისა,რომ თიაქრის თავიდან აცილების გზები ფაქტობრივად არ არსებობს, ჯანსაღმა ჩვევებმა შესაძლებელია შეამციროს მისი განვითარების ალბათობა:

აუცილებელია სწორი პოზის შენარჩუნება. 

ვარჯიშის მეშვეობით მუცლისა და ზურგის კუნთების გაძლიერება პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სასურველია მძიმე საგნების აწევის მინიმიზაცია, ან აწევის შემთხვევაში კიდურების დატვირთვა (და არა ზურგის)

ჯანსაღი წონის შენარჩუნება

მოწევის შეწყვეტა