×

პროტრუზია მდგომარეობაა,როდესაც  ქსოვილი სცილდება მის ნორმალურ საზღვრებს. პროტრუზია შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში,თუმცა ყველაზე ხშირად გავრცელებულია ხერხემლის მიდამოში. მალთაშუა დისკის პროტრუზია დისტროფიული ხასიათის პათოლოგიაა,რომლის დროსაც ხდება მალთაშუა დისკის გადაადგილება.  


პროტრუზიის სიმპტომები

პროტრუზიის სიმპტომები დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზე. ძირითადი სიმპტომებია:

ლოკალიზებული ტკივილი : ტკივილი პროტრუზიის მიდამოში,რომელიც მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე. 

გადაცემითი ტკივილი : ტკივილი,რომელიც ვრცელდება სხვა უბნებზე. მაგალითად ზედა კიდურებზე,ქვედა კიდურებზე და სხვა. 

დაბუჟება ან ჩხვლეტა : კიდურების დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება. 

სისუსტე : კუნთების სისუსტე ხელებისა და ფეხების მიდამოში. 

მოძრაობის დიაპაზონის შემცირება : ხერხემლის ან დაზიანებული კიდურების მოძრაობის გართულება. 

რეფლექსური ცვლილებები : შეცვლილი ან დაქვეითებული რეფლექსები დაზიანებულ მიდამოში.  


პროტრუზია და მისი გამომწვევი მიზეზები 

პროტრუზია შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით,ესენია:

დისკის დეგენერაციული დაავადება 

ტრავმა

ცუდი პოზა

სიმსუქნე

გენეტიკური წინასწარგანწყობა

კისრის მალების პროტრუზია

კისრის მალების პროტრუზია აზიანებს ხერხემლის კისრის მიდამოს მალებს. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისკომფორტი და გავლენა მოახდინოს ყოველდღიურ საქმიანობაზე. 

კისრის მალების პროტრუზიის სიმპტომებია:

მუდმივი ტკივილი კისრის არეში,რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს მხრებსა და ხელებზე. 

კისრის მალების პროტრუზიის დროს ხშირია თავის ტკივილი. 

იგრძნობა დაბუჟება და ჩხვლეტა მხრებში და ხელებში 

შეიძლება განვითარდეს კისრის,მხრებისა და ხელის კუნთთა სისუსტე. 

რთულდება კისრის მოძრაობა. 

 ყველაზე ხშირია L4,L5,C6 მალების პროტრუზია 

C6 მალის პროტრუზიის სიმპტომებია : გადაცემითი ტკივილი ხელის არეში, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ცერა და საჩვენებელი თითების არეში, სისუსტე ორთავასა და მაჯის გამშლელ კუნთებში, შემცირებული რეფლექსები. 

L4,L5 მალების პროტრუზიის სიმპტომებია : ტკივილი წელის არეში, გადაცემითი ტკივილი ფეხის მიდამოში,დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებსა და ტერფებში,ფეხის კუნთების სისუსტე.  

პროტრუზიის მკურნალობა

კონსერვატიული მკურნალობა : 

1. დასვენება და აქტივობების მოდიფიკაცია

2. მედიკამენტები : მიორელაქსანტები,ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები და სხვა. 

3. ფიზიკური თერაპია : სამკურნალო ვარჯიშები,პოზის მართვა. 

4. სიცივისა და სითბოს თერაპია, ელექტოთერაპია, ულტრაფონოფორეზი, მაგნიტოთერაპია და სხვა 

5. ცხოვრების წესის ცვლილებები : ჯანსაღი წონის შენარჩუნება,აქტიური ცხოვრების წესი.  

 მინიმალურად ინვაზიური პროცედურები:

1. კორტიკოსტეროიდების ეპიდურული ინექცია 

2. ბლოკადა 

ქირურგიული მკურნალობა 

1. დისკექტომია : მიკროდისკექტომია,ღიადისკექტომია 

2. ლამინექტომია 

3. ხელოვნური დისკით ჩანაცვლება