×

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროცესია გამოჯანმრთელებისა და ფუნქციების აღდგენის გზაზე. ოპერაციების მცირე ნაწილი,რომლებიც  შემდეგ საჭიროა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია: სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაცია,ორთოპედიული ოპერაციები ,კარდიოლოგიური ოპერაციები, ისეთი ქირურგიული ჩარევები,რომლებსაც გავლენა აქვს კუნთოვან სისტემაზე და ა.შ. 

  

პოსტოპერაციული რეაბილიტაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია:

ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა - თითოეული პაციენტის ისტორია უნიკალურია და აუცილებელია რეაბილიტაციის გეგმა მორგებული იყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე.გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები,როგორიცაა:ოპერაციის ტიპი,პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და ა.შ. 

დროული ჩარევა- ამცირებს ისეთი გართულებების რისკს,როგორიცაა: სახსრის კონტრაქტურა, კუნთების ჰიპოტროფია და სხვა. 

მუდმივი კომუნიკაცია რეაბილიტაციის  გუნდთან - უზრუნველყოფს რეაბილიტაციის გეგმის მორგებას და ცვლილებას  მკურნალობის დინამიკის მიხედვით. 

ტკივილის მართვა - მნიშვნელოვანია წარმატებული რეაბილიტაციისთვის. ტკივილი შეიძლება იყოს ბარიერი მოძრაობისა და ვარჯიშისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი მიდგომის  არჩევა მედიკამენტებს,ფიზიკურ თერაპიასა და  ტკივილის მართვის სხვა  სტრატეგიებს შორის.

თანდათანობითი პროგრესი - რეაბილიტაცია ეტაპობრივი პროცესია, ამიტომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად,აუცილებელია ვარჯიშების ინტენსივობის  პროგრესი. 

სათანადო კვება და ჰიდრატაცია - აუცილებელია სამკურნალო პროცესისთვის. ცილების ადეკვატური მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთების აღდგენისათვის. 

მოთმინება და რეალისტური მოლოდინები - აღდგენის პროცესს სჭირდება  დრო და მოთმინება.


პოსტ ოპერაციული რეაბილიტაციის ბენეფიტები

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის სარგებელი სცილდება უშუალოდ პოსტოპერაციულ პერიოდს და აქვს გრძელვადიანი გავლენა ადამიანის ფიზიკურ,ფუნქციურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. ძირითადი ბენეფიტებია:

რეაბილიტაციაში აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს პირვანდელ საქმიანობაში სწრაფ დაბრუნებას.

რეაბილიტაცია კი ფოკუსირებულია მოძრაობის დიაპაზონის,ძალის,მოქნილობის გაუმჯობესებაზე.

რეაბილიტაცია ამცირებს ტკივილს და ასწავლის პაციენტს მის მართვას. პოსტოპერაციულ პერიოდში ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება გამოყენებული იყოს: ულტრაბგერითი თერაპია, ლაზეროთერაპია,ოსცილაცია და სხვა.

ამცირებს მეორადი გართულებების რისკს.

აუმჯობესებს კუნთების ძალასა და გამძლეობას

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ფოკუსირებულია სახსრების მოქნილობისა და მოძრაობის დიაპაზონის აღდგენაზე.

რეაბილიტაცია ხელს უწყობს ქსოვილის შეხორცების პროცესს.

უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

  

რა მეთოდები გამოიყენება რეაბილიტაციისთვის?

 ფიზიკური თერაპია ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში,ფუნქციური შესაძლებლობების აღსადგენად სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნიკას იყენებს.გამოყენებული მეთოდები დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე, პაციენტის  მდგომარეობასა და თერაპიის  მიზნებზე.

1. თერაპიული ვარჯიშები

მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები : მიზნად ისახავს სახსრების მოქნილობის გაუმჯობესებას და კონტრაქტურის  თავიდან აცილებას.

ძალისმიერი ვარჯიშები : მნიშვნელოვანია კუნთების გასაძლიერებლად.

2. ფუნქციური ვარჯიშები 

3. ელექტროთერაპია

კუნთების ელექტრული სტიმულაცია (EMS) : ასტიმულირებს კუნთების შეკუმშვას ჰიპოტროფიის  თავიდან ასაცილებლად.

ნერვის ტრანსკუტანური ელექტრული სტიმულაცია (TENS) : უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას. 

4. ჰიდროთერაპია

წყლის ვარჯიშები : ტარდება აუზში სახსრებზე დატვირთვის  შესამცირებლად და მოძრაობის გასაადვილებლად. 

ჰიდრომასაჟი : გამოიყენება წყლის ჭავლი მასაჟისა და რელაქსაციისთვის. 

5. ბალანსისა და კოორდინაციის ვარჯიშები

პროპრიოცეფციის სავარჯიშოები

ბალანსის სავარჯიშოები : აძლიერებს სტაბილურობას და ამცირებს დაცემის რისკს.