×
მუხლის ტკივილი-გამომწვევი მიზეზები და რეაბილიტაცია

მუხლის ტკივილი-გამომწვევი მიზეზები და რეაბილიტაცია

მუხლის ტკივილი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.ის შესაძლოა ყველა ასაკისა და პროფესიის  ადამიანს  აწუხებდეს და მუხლის რეაბილიტაციის წინაპირობად იქცეს.ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით,მათ შორის  სახსრის დაზიანებებით, გადაჭარბებული დატვირთვით, ქრონიკული დაავადებით და სხვა.მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზის გაგებასა და მკურნალობაში რეაბილიტაციის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 


ნევროლოგიური რეაბილიტაცია

ნევროლოგიური რეაბილიტაცია

ნევროლოგიური რეაბილიტაცია მიზნად ისახავს სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის ან დაზიანების მქონე პაციენტთა  ფუნქციონირებისა  და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება/აღდგენას.


შროტის მეთოდის ვარჯიშები რეაბილიტაციის ცენტრში-შროტთერაპია

შროტის მეთოდის ვარჯიშები რეაბილიტაციის ცენტრში-შროტთერაპია

სქოლიოზის თერაპიული მკურნალობის  ოქროს სტანდარტი არის შროტის მეთოდით ვარჯიშები იგივე შროტთერაპია, რომელიც 1921 წელს  გერმანელმა ექიმმა  კატარინა შროტმა შეიმუშავა.

კატარინას თავად ჰქონდა  მძიმე  ხარისხის სქოლიოზი   და არ სურდა ოპერაციის ჩატარება. თვითანალიზის საფუძველზე  მან შეიმუშავა  სუნთქვითი პატერნები,  შემდეგ  სცადა ე.წ სარკის მეთოდი (ვარჯიში სარკის წინ )  და ასრულებდა სპეციფიურ მაკორექტირებელ მოძრაობებს.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კატარინა და თავისი ქალიშვილი გადავიდნენ დასავლეთ გერმანიაში, სადაც გახსენეს სქოლიოზის მკურნალობის ცენტრი.  თავდაპირველად ცენტრში დანერგეს  სქოლიოზის მკურნალობის 5 კვირიანი  კურსი  .