სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია
სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია დარგია,რომელიც ფოკუსირებულია სპორტთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული დაზიანებების პრევენციასა და მკურნალობაზე.რეაბილიტაცია სპორტსმენებისთვის მოიცავს მულტიდისციპლინურ მიდგომას,პროცესში ჩართული შეიძლება იყოს ექიმი,ორთოპედიული ქირურგი,ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები, მწვრთნელი და სხვა.
რას გულისხმობს პოსტოპერაციული რეაბილიტაცია?
პოსტოპერაციული რეაბილიტაცია გულისხმობს ფიზიკური ფუნქციებისა და მობილობას აღდგენას იმ პაციენტებთან რომელთაც ჩაუტარდათ ქირურგიული მკურნალობა.
მენჯ-ბარძაყის ვარჯიშები
მენჯ-ბარძაყის ვარჯიშები ხშირად გამოიყენება აღნიშნული სახსრის დაზიანებების დროს, დაზიანება შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მძიმემდე და გამოწვეული იყოს ისეთი ფაქტორებით როგორიცაა:ტრავმა, სახსრის არადოზირებული დატვირთვა ან დეგენერაციული დაავადებები.მენჯ-ბარძაყის ვარჯიშები,მენჯის ირგვლივ მდებარე კუნთებს ძალის და მოქნილობის გაუმჯობესებაში ეხმარება.