ხერხემლის გამრუდება - სქოლიოზი
სქოლიოზი საზოგადოებაში ცნობილია როგორც ხერხემლის გამრუდება , თუმცა სქოლიოზის მკვლევართა ასოციაციის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად - სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის მაჩვენებელი ) 10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ. მოკლედ რომ ითქვას, სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ბავშვებში, ის პროგრესირებს მრავალი ფაქტორის გავლენით და ვითარდება ზრდის ნებისმიერ ეტაპზე.
ჰაიმორიტი - სიმპტომები და მკურნალობა
ჰაიმორიტი ზედა ყბის წიაღის ანუ ჰაიმორის ღრუს ანეთებაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსით, ბაქტერიით ან სოკოთი. დაავადება ვითარდება მწვავედ, არასათანადოდ მკურნალობის შემთხვევაში კი გარდაიქმნება ქრონიკულად. ზედა ყბის წიაღების ანთება, შეიძლება იყოს როგორც ორმხრივი, ასევე ცალმხრივი.
ოსტეოქონდროზული ცვლილებები
ოსტეოქონდროზი დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებაა. ამ დროს ძვლის დაზიანებულ უბანში სისხლმომარაგება მცირდება, რაც იწვევს ძვლისა და ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებებს.







