დარტყმით-ტალღური თერაპია არის შედარებით ახალი მეთოდი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში შემუშავდა და დაიხვეწა.თერაპიულ ხელსაწყოში, აჩქარებული ჭურვი წარმოქმნის მექანიკური წნევის ტალღას, რომელიც მოქმედებს ადამიანის სხეულზე აპლიკატორის თავით და ასხივებს ქსოვილს, რისი საშუალებითაც ვიღებთ ისეთ ეფექტებს როგორიცაა: ტკივილის სწრაფად კუპირება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება,ნეოანგიოგენეზი(ახალი სისხლძარღვების განვითარება),ფიბროზული ქსოვილის, კალცინატებისა და კალციფიკატების გაწოვა,ქსოვილის რეგენერაციის პროცესის დაჩქარება.
დარტყმით-ტალღური თერაპია ფართოდ გამოიყენება მედიცინის ისეთ დარგებში როგორიცაა: ტრავმატოლოგია-ორთოპედია, სპორტული მედიცინა, უროლოგია, ნევროლოგია და სხვა.იგი ეფექტურია ისეთი პრობლემების დროს როგორიცაა:
დარტყმით-ტალღოვანი თერაპია არის უსაფრთხო, არაინვაზიური,სწრაფი და ეფექტური მკურნალობის მეთოდი.მკურნალობის ამ მეთოდს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით იყენებენ.