PRP თერაპია არაქირურგიული პროცედურაა,რომლის დროსაც გამოიყენება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციები. თერაპიისას, სხეული საკუთარ აღდგენით ძალებს იყენებს სხვადასხვა ქრონიკული პროცესის დასამარცხებლად.
პლაზმა სხეულის კომპონენტია, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას უწყობს ხელს. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მისაღებად საჭიროა პაციენტისგან სისხლის აღება,
შემდეგ კი, სპეციალური აპარატის მეშვეობით ხდება სისხლის უჯრედებისა და პლაზმის განცალკავება. ინექციები რამდენიმე ადგილას კეთდება, დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად კი, ადგილობრივი ანესთეზია საუკეთესო გამოსავალია .
რის სამკურნალოდ გამოიყენება PRP თერაპია?
PRP თერაპია მთელი რიგი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება:
თმის ცვენა - ამ დროს შესაძლებელია თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია სკალპში, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას. 2014 წლის კვლევების საფუძველზე, PRP ინექციები ეფექტურია ანდროგენული ალოპეციის (სიმელოტის) სამკურნალოდ.
მყესების დაზიანებები
მწვავე ტრავმული დაზიანებები - PRP თერაპია აქტიურად გამოიყენება სპორტული ტრავმების სამკურნალოდ.
პოსტოპერაციულ პერიოდში
ოსტეოართრიტი- 2014 წლის კვლევების თანახმად, PRP ინექციები ოსტეოართრიტის მკურნალობის ტრადიციულ მეთოდზე ( ჰიალურონის მჟავის ინექციები) ბევრად ეფექტურია.
სახსრებისა და ხრტილების დეგენერაცია
ამსუბუქებს ტკივილს - მაგ: წელის ქრონიკული ტკივილის დროს აქტიურად გამოიყენება PRP თერაპია
თერაპიის ბენეფიტები
PRP თერაპიას გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს, ის მარტივი და მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა, გვერდითი მოვლენები და გართულებები ფაქტობრივად არ ფიქსირდება. შედეგის მისაღებად საშუალოდ 2-6 კვირა არის საჭირო. თერაპია ეფექტურად ამცირებს შეშუპებას და ხსნის ტკივილებს.
გვერდითი მოვლენები
რადგან PRP ინექციური პროცედურაა, რაც ნემსების კანში შეყვანას გულისხმობს, არსებობს პოტენციური რისკები.
PRP აუტოლოგიურია - პლაზმის მიღება უშუალოდ პაციენტის ორგანიზმიდან ხდება, ამის გამო ალერგიული რექაციების რისკი შემცირებულია, განსხვავებით უცხო მედიკამენტების გამოყენებისას. თუმცა არსებობს გვერდითი მოვლენები, რომლებიც უშუალოდ ინექციის პროცესს უკავშირდება:
თერაპევთან კონსულტაციისას აუცილებელია პოტენციური გვერდითი მოვლენების განხილვა და რისკების მაქსიმალურად შემცირება.