ვაკუუმთერაპია- მკურნალობის არაინვაზიური პროცედურაა. აპარატზე, რომელიც პროცედურისთვის გამოიყენება, განთავსებულია ვაკუუმის ჭიქები . ამ მოწყობილობის შიგნით წარმოქმნილი უარყოფითი წნევით, შეიწოვება ქსოვილი და იქმნება ვაკუუმი ქსოვილსა და ჭიქას შორის. სწორედ ამ მექანიზმით მიიღწევა თერაპიული ეფექტი.
მკურნალობის ეს მეთოდი ხელს უწყობს კაპილარების რეგენერაციას,პრობლემურ ზონაში აძლიერებს სისხლის ნაკადს, ინარჩუნებს ჰომეოსტაზს და ამცირებს ანთებით ტოქსინებს. აპარატის მოთავსების ადგილას ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება მათი გამტარობა. გაუმჯობესებული ცირკულაცია იწვევს ქსოვილის საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით გამდიდრებას და მეტაბოლური პროდუქტებისგან განთავისუფლებას.
ვაკუუმთერაპია გვეხმარება შემდეგი მდგომარეობების დაძლევაში:
ვინაიდან ვაკუუმთერაპია არაინვაზიური და არაქირურგიული პროცედურაა, ნაკლებად შეიცავს რისკებს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები. პროცედურა, როგორც წესი, არ იწვევს ტკივლის, თუმცა შეიძლება იგრძნოთ მომენტალური დისკომფორტი ჭიქების მიერ ქსოვილის შეწოვის მომენტში, კანის დაჭიმულობა ან ჩხვლეტა.
პროცედურის შემდგომ დამახასიათებელია დროებითი შეშუპება და სიწითლე.