×
ლაზეროთერაპიის აპარატი - PHYSIOMED LAS EXPERT

თერაპიული ლაზეროაპარატი LAS EXPERT გამოიყენება ფართო არეალსა და დიდ ზედაპირებზე მოქმედებისთვის (მაგ: ტრავმის, ართროპათიის, კუნთების ჰიპერტონიის დროს) . მუშაობს 21 ლაზერული დიოდით (მაქს. 2.100 მგვტ სიმძლავრე). ინფრაწითელი დიოდური ლაზერი 785 ნმ ტალღის სიგრძით, უახლესი სამეცნიერო დასკვნების მიხედვით,უზრუნვეყოფს შეღწევადობის სიღრმისა და ბიოსტიმულაციის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებლების მიღებას. 


ლაზეროთერაპია 40 წელზე მეტია გამოიყენება თერაპიის სხვადასხვა სფეროში. ქირურგიაში გამოყენებული მაღალი სიმძლავრის ლაზერებისგან განსხვავებით ( 30ვტ და მეტი), ლაზერული თერაპევტები მუშაობენ დაბალი სიმძლავრის ლაზერებით (500 მვტ-ზე ნაკლები). დღესდღეობით მკურნალობის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა.ინფრაწითელი დიოდური ლაზერი- სწორედ ამას გვთავაზობს LAS EXPERT აპარატი.

PHYSIOMED LAS EXPERT აღემატება ნებისმიერი სხვა ტიპის ლაზერს შეღწევადობის სიღრმით, ბიოსტიმულაციური ეფექტით და დამუშავებით. 

ლაზეროთერაპიის, სინათლის თერაპიის ერთ-ერთ სახედ ჩამოყალიბება, ეფუძნება მის სხვადასხვა კომპლექსურ ფოტო-ბიოლოგიურ ეფექტს. ეს ეფექტებია:

  • გაძლიერებული უჯრედული ენერგიის ბალანსი
  • ანთების საწინააღმდეგო ეფექტი
  • ანტიედემატოზური ეფექტი - ხელს უწყობს შეშუპების ალაგებას
  • მიკროცირკულაციური ეფექტი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
  • ქსოვილების აღმდგენი ეფექტი
  • ანალგეზიური,ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი

LAS EXPERT გამოიყენება დაავადებების ფართო სპექტრის სამკურნალოდ. გთავაზობთ დაავადებების მცირე ჩამონათვალს: 

  • ბურსიტი
  • აკნე
  • ქონდროპათია
  • ეპიზიოტომია
  • ეგზემა
  • კუნთოვანი ბოჭკოების რღვევა
  • მიოფასციალური ტკივილი
  • მაჯის გვირაბის სინდრომი
  • ფიბრომიალგია
  • ეპიდიდიმიტი
  • ნევრალგია
  • ტენდინოპათია
  • მიალგია
  • დაჭიმულობები