×
მაგნიტოთერაპიული აპარატი - Physiomed MAG-EXPERT

MAG-EXPERT არის უახლესი მაგნიტოთერაპიული აპარატი, რომელიც წარმოდგენილია 30 სმ-იანი კოჭით და შესაძლებელია მისი გამოყენება თავისა და კიდურების თერაპიისთვის. 

ადამიანის ორგანიზმს ბუნებრივად აქვს როგორც ელექტრული, ასევე მაგნიტური ველი, ველების დაბალანსება კი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 

MAG-EXPERT  აპარატი მაგნიტური ველის დასაბალანსებლად იყენებს მაგნიტებს  და გამოიყენება მრავალი დააავადების დროს. 

მაგნიტოთერაპიით შესაძლოა  მივიღოთ შემდეგი ეფექტები:

ტკივილის შემცირება 

შეხორცების პროცესის დაჩქარება (მათ შორის ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა )

სედაციური ეფექტი

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება 

მიორელაქსაცია, სპაზმოლიზური მოქმედება  და ა.შ

 

MAG-EXPERT უზრუნველყოფს 1-100 გაუსამდე სიძლიერისა და 1-100 ჰერცამდე სიხშირის მაგნიტოთერაპიას. აქვს ორი სრულიად დამოუკიდებელი არხი.

30 სმ იანი დიამეტრის კოჭა  გვაძლევს მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის საშუალებას.

 

ზოგადი მახასიათებლები:

 7” ფერადი სენსორული მონიტორი, რომელზეც აქტიური არხების ყველა ძირითადი პარამეტრი აისახება.

12 სწრაფი-აკრების მენიუ შერჩეული მეხსიერებისთვის

პარამეტრების ყოვლისმომცველი მიმოხილვა, თერაპიის დროის ჩათვლით

თერაპიის უსწრაფესი დაწყება: პირდაპირი, არხების გავლით, პროგრამული მეხსიერების აღმნიშვნელი ინდექსით, ინდივიდუალური ან შერჩეული პროგრამით

ფილტრაციის ინტელექტუალური ფუნქციებით, სხეულის ცალკეული რეგიონების მკურნალობის ინდექსი, დალაგებული ანბანის მიხედვით.